რა სამუშაოები ჩატარდა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ  ხონისა და სამტრედიის  მუნიციპალიტეტში [Video]

0

აზიურმა ფაროსანამ დასავლეთ საქართველოში თხილთან ერთად სიმინდის ყანებიც დააზიანა. ხონის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსი სპეციალისტის თქმით, მიმიდნარე წელს მავნებლის წინააღმდეგ სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან მუნიციპალიტეტში  60 ჰექტარი სიმინდის ყანის შეწამვლა განხორციელდა. ბადრი ბახატძის განმარტებით, ამან ბაღლინჯოს გავრცელების არიალი მნიშვნელოვნად შეამცირა.

მისი თქმით ყველა სოფელში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები და მოსახლეობას აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მექანიკური საშუალებების შესახებ ინფორმაცია მიეწოდა, დარიგდა  11 227 ლიტრა ქიმიური პრეპარატი.

მოსახლეობის ინფორმირებულიბის აუციელბლობაზე საუბრებენ სამტრედიის მუნიციპალიტეტშიც. საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსი განმარტავს რომ, მიმდინარე წელს მათ ადმინისტრაციულ ერთეულში 18 800 ლიტრი ქიმიური პპრეპარატი მისი გამოყენების შესაბამისი ინსტრუქციით დარიგდა. ასვე ბოლო თვენახევრის განმავლობაში მუნიციპალიტეტის 15 თემის 51 სოფელში 70 საინფორმაცი შეხვედრები ჩატარედა.

მამუკა კვანტალიანის თქმით, წელს დასავლეთ საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მოსავალი მავნებელმა გაანადგურა, ამ მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე მოსახლეობა შედარებით გააქტიურდა.

აზიური ფაროსანას შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით დაწყებულია მედია კამპანია  ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“, რომელსაც  ,,ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი“ პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. რეპორტაჟი მომზადდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), FERRERO-სა და CNFA-ს „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის“ (G-HIP) მხარდაჭერით. წინამდებარე რეპორტაჟი არ წარმოადგენს აშშ-ის მთავრობისა და USAID-ის შეხედულებებს.

სინქრონები:

  • ბადრი ბახტაძე – ხონის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო- საკონსულტაციო სამსახურის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;
  • მამუკა კვანტალიანი – სამტრედიის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო- საკონსულტაციო სამსახურის უფროსი.

Leave A Reply