როგორ შევძლოთ გარემოს დაცვით საკითხებზე ცოდნის მიღება და გადაწყვეტილებებში ჩართვა – ონში მწვანეთა მოძრაობის ოფისი გაიხსნა

რაჭაში გარემოსდაცვით საკითხებზე გადაწყევტილების მიღების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობის გაზრდის მიზნით, ონში პირველი რეგიონალური ოფისი გაიხსნა. სივრცე მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების პროექტის ფარგლებში მოეწყო. ადგილზე ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება კონსულტაციის და რეგიონში მიმდინარე თუ დაგეგმილი ისეთი პროექტების შესახებ ინფომაციის მიღება, რომელტაც  გარემოზე ზემოქმედების შეფასება სჭირდება.   ცენტრი მეფე დემეტრე მეორეს მოედანზე მდებარეობს, ის დაინტერესბულ პირებს საუშაო დღეებში 10-დან 18 საათამდე მოემსახურება.

პროექტის ხელმძღვანელები ამბობენ, რომ ონი მისი გეოგრაფიული მდებარეობისა და ეკოლოგიური პირობების გამო შეირჩა. ინიციატივის მიზანია, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება გარემოს დაცვის კუთხით, რათა მათ მიეცეს შესაძლებლობა აქტიურად ჩაერთონ საკუთარ რეგიონში გარემოსდაცვით თემებთან დაკავშირებული საკითხების განხილვის პროცესში და იმოქმედონ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე გარემოს სასარგებლოდ; ინფორმაციის გავრცელებისა და სამოქალაქო ჩართულობის გზარდის მიზნის მისაღწევად დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა, მათ შორის ტრენინგებიც.

საერთო ჯამში პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებით მათი ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივ და ეროვნულ დონეებზე“ სამიზნედ 4 რეგიონი: მცხეთა-მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი და რაჭა-ლეჩხუმი შერჩა. 

სინქრონები:

  • ნატალია სოხაძე  – პროექტის კოორდინატორი;
  • არჩილ ჯაფარიძე – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რწმუნებული.