როგორ იქცა 35 წლის წინ დაწყებული “მიხაკების ბიზნესი” თანამედროვე წარმატებულ სასათბურე მეურნეობად

გიორგი სინაძე პროფესიით აგრონომია. საქმიანობა 35 წლის წინ მიხაკების მოყვანით, მინის სათბუში დაიწყო. მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში მცხოვრები ფერმერი წლების განმავლობაში ყვავილებს ნავთლუღის ბაზარში ყიდდა. ეტაპობრივად იზრდებოდა სახეობების რაოდენობაც. დღეს უკვე სეზონზე 60 000 ერთეული ყვავილი მოჰყავს და სარეალიზაციოდ ადგილობრივ ბაზარზე შეაქვს. სასათბურე მეურნეობაში 5 ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

© სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო / APMA

 „სათბური სეზონის მიხედვით მაქვს დატვირთული. მაისის ბოლომდე ტიტები მაქვს დარგული, მაისის შემდგე კიტრი-პომიდორის დათესვას ვიწყებ. „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სასათბურე მეურნეობა გავაფართოვე და ახლა საშუალება მაქვს განსხვავებული ჯიშის ყვავილები დიდი რაოდნობით მოვიყვანო. პროექტმა მეორე სათბურის მოწყობაც დამიფინანსა და უკვე დაწყებული მაქვს მოსამზადებელი სამშენებლო სამუშაოები. ეს ყველაფერი საშუალებას მომცემს ბაზარი საქართველოში მოყვანილი ყვავილებით მოვამარაგო, რადგან წლის განმავლობაში არის შემთხვევები, როდესაც ბაზარზე დიდი რაოდენობით ყვავილი მეზობელი ქვეყნებიდან შემოდის.“

© სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო / APMA

გიორგი სინაძემ „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სასათბურე მეურნეობა გააფართოვა. პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 23 831 ლარი შეადგინა,  საიდანაც 40%-ი 9 532 ლარი სახელმწიფოს მიერ გაცემული გრანტია, ხოლო 60%-ი 14 298 ლარი ბენეფიარის თანამონაწილეობაა.

© სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო / APMA

თემაზე იმუშავა:

ნოდარ ლაფანაშვილმა

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp