როგორ ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას – დისკუსია ოზურგეთში [Video]

0

როგორ ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას და შევამციროთ  მისგან გამოწვეული ზიანი –  სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევითი ცენტრისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ოზურგეთში თხილის მწარმოებელ ფერმერებს შეხვდნენ.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის,  რევაზ ასათიანის  თქმით, აზიურ ფაროასნასთან ბრძოლა კომპლექსური პროცესია, რომელიც  აგროტექნიკური სამუშაოების დროულ ჩატარებასა და სხვადასხვა დაავადების წინააღმდეგ ბრძოლას მოიცავს. მისი განმარტებით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკითხი სამთავრობო უწყებშიც კოორდინირებულად განიხილება, შეფასებულია ჩატარებული ღონისძიებები და დადგენილია მომდევნო წლის სამოქმედო გეგმაც.

აზიური ფაროსანას შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის მიზნით საქართველოში მედია კამპანია ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ მიმდინარეობს, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი“, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), FERRERO-სა და CNFA-ს „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის“ (G-HIP) მხარდაჭერით ახორციელებს.  წინამდებარე რეპორტაჟი არ წარმოადგენს აშშ-ის მთავრობისა და USAID-ის შეხედულებებს.

სინქრონი:

რევაზ ასათიანი – სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე.

Comments are closed.