როგორ დავიცვათ ციტრუსი აზიური ფაროსანასგან – შეხვედრა ფერმერებთან [Video]

მედიაკამპანიის ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ ფარგლებში გადაცემა ,,აგრომობილი“  აჭარის რეგიონს ესტუმრა. სპეციალისტები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას სოფელ მახვილაურსა და ჭარნალში  შეხვდნენ.

ფერმერთა ნაწილი ამბობს, რომ  ბაღლინჯოს საწინააღმდეგო ქიმიური პრეპარატი შემოდგომაზე გადაეცა, თუმცა დროულ შეწამვლას ხელი უამინდობამ შეუშალა, შედეგად კი ციტრუსის გარკვეული რაოდენობა დაზიანდა. ფერმერთა ნაწილი კი, რომლებმაც მცენარე დროულად შეწამლეს, მოსავლის ხარისხით კმაყოფილია.

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგინული სამმართველოს სპეცილისტის თენგიზ კუტუბიძის თქმით, მავნებელი ციტრუსის კულტურისთვის ამ ეტაპზე ნაკლებად სახიფათოა. მისი განმარტებით, აზიური ფაროსანა გამოსაზამთრებლად ემზადება და პლანტაციებიდან  საცხოვრებელ სახლებში, სათავსოებსა თუ ცხოველთა სადგომებში შედის. უწყების წარმომადგენელი ადგილობრივებს მოუწოდებეს,  სახლში შესულ ბაღლინჯო  მათ ხელთ არსებული ყველანაირი საშულებით გაანადგურონ.

მედიაკამპანიას ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ ,,ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი“, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), FERRERO-სა და CNFA-ს „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის“ (G-HIP) მხარდაჭერით ახორციელებს. წინამდებარე რეპორტაჟი არ წარმოადგენს აშშ-ის მთავრობისა და USAID-ის შეხედულებებს.

სინქრონები:

  • დავით ღოღობერიძე – ფერმერი;
  • თენგიზ კუპატაძე – სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგინული სამმართველოს სპეცილისტი.