რეკლამის ეფექტი საზოგადოებრივ მაუწყებელზე

მაშინ როდესაც „რუსთავი 2-ის“ ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას პროკურატურა შუამავალ სარეკლამო კომპანიასთან „საეჭვო შეთანხმების“ გაფორმებაში ედავება, რითაც, მათივე განცადებით, კერძო მაუწყებელმა 7 მილიონი ლარი იზარალა, არავინ ინტერესდება საზოგადოებრივი მაუწყებლისა და შუამავალი სარეკლამო კომპანიების გარიგებებით. მაუწყებლის, რომლის საბიუჯეტო მხარაჭერამ 50 მილიონს გადააჭარბა, და რომელიც გასულ წელს, სადავო საკანონმდებლო ცვლილებებით, კომერციული დროის გაყიდვის უფლებით კერძო არხებს გაუთანაბრდა, შემოწმებას არ გეგმავს არც აუდიტის სამსახური და არც კომუნიკაციების ეროვნული კომისია.

რატომ ამისამართებს საზოგადოებრივი მაუწყებლის მარკეტინგის სამსახური პოტენციურ მყიდველს პირდაპირ შუამავალ სარეკლამო კომპანიაში?

როგორ მუშაობს საზოგადოებრივ მაუწყებელეზე რეკლამის განთავსების მექანიზმი?

რატომ განსხვავდება მაუწყებლის მიერ ანგარიშებში დეკლარირებული კომერიცული შემოსავლები?

როგორ აისახა მაუწებლობის შესახებ კანონში შესული ცვლილება, სარეკლამო და სასპონსო შესაძლებლობის ზრდის თაობაზე, საზოგადოებრივ მაუწყებლის შემოსავლებზე ?

რამდენად დაცულია მაუწყებლის მეპატრონეების – ანუ საზოგადოების ინტერესები?

ნახეთ  ფილმში „რეკლამის ეფექტი საზოგადოებრივ მაუწყებელზე“

მინიშნება: ფილმი მომზადებულია საერთაშორისო აუდიტორიისთვის, შესაბამისად შეიცავს ბევრ ისეთ ინფორმაციას, რომელიც ქართულმა მაყურებელმა შესაძლოა უკვე იცის.

მადლობა თანამშრომლობისთვის: გაზეთი „ბათუმელები“; საია

მასალა მომზადებულია „ღია მედია ჰაბის“ ფინანსური მხარდაჭერით.

JRC პასუხი GPB -ს გამოხმაურებაზე – “რეკლამის ეფექტი საზოგადოებრივ მაუწყებელში”