რევაზ ასათიანი – არაა გამორიცხული აზიური ფაროსანა კახეთშიც გავრცელდეს [Video]

რამდენადაა შესაძლებელი აზიური ფაროსანა კახეთშიც გავრცელდეს – სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე რევაზ ასათიანი ამბობს, რომ მავნებლის თვისებებიდან გამომდინარე, აღმოსავლეთ საქართველოში მისი გავრცელების შესაძლებლობა ვერ გამოირიცხება.

ასათიანის თქმით, სამინისტრო ბაღლინჯოსთან ბრძოლას  ყველა მათ ხელთ არსებული რესურსით აგრძელებს.  მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები სამ კატეგორიადაა დაყოფილი და სხვადასხვა მეთოდით მოქმედებას გულისხმობს.

აზიური ფაროსანას შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით დაწყებულია მედია კამპანია  ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“, რომელსაც  ,,ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი“ პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. რეპორტაჟი მომზადდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), FERRERO-სა და CNFA-ს „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის“ (G-HIP) მხარდაჭერით. წინამდებარე რეპორტაჟი არ წარმოადგენს აშშ-ის მთავრობისა და USAID-ის შეხედულებებს.

სინქრონი:

რევაზ ასათიანი – სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე.