რედკლიფის ინსტიტუტის სტიპენდია ჟურნალისტებისათვის – ბოლო ვადა 12.09.2019

გეოგრაფია – მთელი მსოფლიო

ამ სტიპენდიის მისაღებად განაცხადების წარდგენა შეუძლიათ ჟურნალისტებს, აუდიო, ვიდეო, ახალი მედია და ფილმის შემქმნელებს -კემბრიჯი, მასაჩუსეტსი, აშშ. რედკლიფის სახელობის პერსპექტიული კვლევების ინსტიტუტის სასტიპენდიო პროგრამა სთავაზობს მონაწილეებს იმუშაონ ამოცანების ფართო სპექტრზე, რომლებიც მიეკუთვნება სხვადასხვა პროფესიას, სამეცნიერო სფეროს და ხელოვნებას, ჟურნალისტიკის ჩათვლით. სტიპენდიის მოცულობა – 77 500 დოლარამდე წელიწადში, პროექტის განხორციელებისათვის დამატებითი ხარჯების გამოყოფით.

სტიპენდიანტებს შეუძლიათ გამოიყენონ ოფისი და სტუდია, ასევე ექნებათ წვდომა ბიბლიოთეკასა და სხვა რესურსებზე. პროგრამა გათვლილია 2020 სექტემბრიდან 2021 წლის მაისამდე. პროგრამაში მონაწილე ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ მინიმუმ 5 წლიანი პროფესიული გამოცდილება.

დაწვრილებით ინფორმაცია იხილეთ აქ.

განაცხადების მიღების ვადა: 12 სექტემბერი 2019 წელი.

ინფორმაცია სხვა კონკურსების და გრანტების შესახებ იხილეთ აქ.