რეგიონალური ტელეხიდი – ეს ქვეყანა შენია

ეს ქვეყანა შენია, ამ სახელით პროექტი გასული წლის სექტემბრიდან მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს, რა როლი აქვს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს თემში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებაში, მათ გამოვლენასა და მოგვარებაში, რამდენად მნიშვნელოვანია მოსახლეობის, სახელმწიფო თუ არასამთავრობო სექტორის ჩართულობა საერთო მიზნის მისაღწევად და როგორ უნდა გადავჭრათ პრობლემები ჩვენს ირგვლივ, რომელიც მე, შენ და ყველა ჩვენგანს ეხება? – სწორედ ამ საკითხების გაშლას და წარმატებული მაგალითების ჩვენებას ემსახურებოდა პროექტი “ეს ქვეყანა შენია”, რომელის ფარგლებშიც 11 რეგიონულ მაუწყებელში 70-მდე ტელედისკუსია გაიმართა.

გადაცემის სტუმარი:

გიგი თევზაძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

სამოქალაქო აქტივიზმის წარმატებული მაგალითები, როგორ ცვლიან მოქალაქეები და ორგანიზაციები გარემოს ირგვლივ – კამპანია “ეს ქვეყანა შენიას” შედეგები.

ტელეხიდი თბილისი-ოდიში-ბათუმი-მარნეული.


  • ნანა ქობალია ტელეკომპანია “ოდიში”;
  • თამარ კიკნაძე “ტელეარხი 25”;
  • ეკა ერაძე ტელეკომპანია “მარნეული”.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp