რა შედეგებით დასრულდა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა 2018 წელს

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ შეწამლულ ნაკვეთებში თხილის მოსავლის 84% საღი აღმოჩნდა, ფერმერის ინივციატივით თვითნბებურად  შეწამლულ ნაკვეთებში 22%, ხოლო შეუწამლავ ბაღებს რაც შეეხება, მთლიანი მოსავლის მხოლოდ 8% აღმოჩნდა საღი – ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ავრცელებს.

დასავლეთ საქართველოში თხილნარებისა და ფერმერთა საკარმიდამო ნაკვეთების ფიტოსანიტარული მდგომარეობა სოფლის მეურნეობის დარგის სპეციალისტთა ჯგუფებმა 2018 წელს შეისწავლეს. სპეციალისტებმა სხვადასხვა ნაკვეთიდან აღებულ მავნე ორგანიზმებით დაზიანებული თხილის ნიმუშებზე ჩატარებული  ლაბორატორიული კვლევის საფუძველზე დააგინეს, რომ თხილის ძირითადი ნაწილი სოკოვანი დაავადებების შედეგად იყო დაზიანებული. მთელი წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებსა და თხილის ბაღების მავნებელი დაავადებებისგან დაცვის საკითხებზე 48 ტრენინგი და 22 საველე დღე ჩაატარეს.

გასულ წელს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ  გამოიცადა როგორც საზრღვარგარეთ წარმოებული, ასევე ქართველი მეცნიერების მიერ შექმნილი 10-ზე მეტი ბიოპრეპარატი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტორს გადაწყვეტილებით ოზურგეთის მუნიპცასლიტეტის სოფელ ანასეულში მიმდინარეობს მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის ლაბორატორიის მოწყობა, სადაც მეცნიერულ დონეზე აზიური ფაროსანას პრობლემატიკის შესწავლა, ბიოლოგიური აგენტების ძიება და გამრავლება მოხდება.

ამ საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი დაუკავშირდა ანასეულის კვლევით ცენტრს, სადაც განაცხადეს რომ ანასეულში აქამდეც არსებობდა ლაბორატრია, თუმცა ახლა მიმდინარეობს ლაბორატორიის გადაიარაღება თანამედროვო ტექნიკით, რომლის დახმარებითაც უკეთ  და სიღრმისეულად შეისწავლიან აზიურ ფაროსანას.