რა უნდა გააკეთოს ფერმერმა თხილის კარგი მოსავლისთვის – დარგის  სპეცილისტის რჩევები [Video]

2017 წელს დასავლეთ საქართველოში მოსახლეობის უმეტესობამ თხილის ცუდი მოსავალი მიიღო. როგორც სპეციალისტები განმარტავენ აზიურ ფაროსანასთან ერთად ამის მიზეზი ბაქტერიები, სოკოვანი დაავადებები და დაგვიანებული შეწამლითი სამუშაოები იყო.

იმისთვის რომ მომავალ წელს ფერმერებმა უკეთესი ხარისხის მოსავალი მიიღონ, დარგის სპეცილისტები რამდენიმე რეკომენდაციის გათვლისწინებისკენ მოუწოდებენ.

რევაზ შონიას განმარტებით, მცენარის დანეკროზებისა და შემდგომ გახმობის თავიდან ასაცილებლად პირველ რიგში საჭიროა თხილის კულტურაზე არსებული ხავსებისა და მღიერების მოცილება. შემდეგი ნაბიჯი არის ამონაყრების, რაც შეიძლება ნიადაგთან ახლოს მოჭრა, რათა სოკოვანი დაავადებები არ გვარცელდეს.  ასევე აუცილებელია მოსავლის აღების შემდეგ, ბაღებში დაგროვილი ფოთლებისა, ტოტების შეგროვება და გადატანა, რათა მოსახლეობამ კულტურა ბაქტერიებისა და ინფექციებისგან  დაიცვას.

იმისთვის რომ მცენარე საკვები ელემენტებით გავამდიდროთ, საჭიროა ორგანული და კომბინირებული სასუქები, აპრილის თვიდან კი დამატებით,  ფართო სპექტრის ქიმიური პრეპარატის გამოყენება.

გაზაფხულზე, როდესაც ტემპერატურა იმატებს და 15 გრადუსზე ზევით ადის, აზიური ფაროსანა იწყებს სახლებიდან, შენობებიდან გამოსვლას და ბაღებში დაბრუნებას. შონიას თქმით, ამ დროს უნდა დავიწყოთ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ რეკომენდირებული ქიმიური პრეპარატებით მცენარის შეწამვლა, რეკომენდირებულია 15-20 დღიანი ინტერვალი წამლობებს შორის.   როგორც აგრონომი განმარტავს, ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებებების დროულად განხორციელების შემთხვევაში თხილის კარგი მოსავალი იქნება. მისი თქმით, ერთი ძირი თხილის მოვლა საშუალოდ 1.50 ლარი ჯდება.

აზიური ფაროსანას შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით დაწყებულია მედია კამპანია  ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“, რომელსაც  ,,ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი“ პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. რეპორტაჟი მომზადდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), FERRERO-სა და CNFA-ს „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის“ (G-HIP) მხარდაჭერით. წინამდებარე რეპორტაჟი არ წარმოადგენს აშშ-ის მთავრობისა და USAID-ის შეხედულებებს“.

სინქრონი:

რევაზ შონია – დარგის სპეციალისტი.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp