რა მეთოდებით ებრძვიან აზიურ ფაროსანას სოფელ შრომაში [Video]

ჩვენს სოფელში ბევრი მიტოვებული სახლია და საჭიროა მათი შეწამვლაც, – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში ფიქრობენ, რომ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროცესში მხოლოდ საკუთარი სახლების და მიმდებარე ტერიტორიის შეწამვლა საკმარისი არ არის. მათ მიაჩნიათ,  წინააღმდეგ შემთხვევაში, მიტოვებული სახლებიდან მავნებელი მათ ტერიტორიაზე გადავა.

ადგილობრივების თქმით, ისეთ სახლებს, რომელთა მეპატრონეებიც სოფელში არ ცხოვრობენ, თავად წამლიან, თუმცა მათი ძალისხმევა საკმარისი არ არის.

სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები კი მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ აზიური ფაროსანას მექანიკური საშუალებებით ებრძოლონ და პესტიციდები სახლში არ გამოიყენონ.

ადგილობრივები კი ამბობენ, რომ საკუთარი ძალებით, მექანიკური საშულებების გამოყენებით, როგორიც არის მაგალითად მტვერსასრუტი, სახლში შესულ მავნებელს უკვე ებრძვიან.

სოფელ შრომის მოსახლეობასთან შეხვედრა კამპანიას  ,,ერთად ვებრძოლოთ ფაროსანას“  ფარგლებში გაიმართა. პროექტს ,,ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი“ პატნიორ მედიასაშუალებებთან ერთად, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), FERRERO-სა და CNFA-ს „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის“ მხარდაჭერით ახორციელებს.

სინქრონები:

  • როლკანდ ზურაბიანი – სოფელ შრომის მაცხოვრებელი;
  • თეოფილე ლომაძე – სოფელ შრომის მაცხოვრებელი;
  • მადონა ჩიტაიშვილი – სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველო სპეციალისტი;
  • ოთარ გოგოძე – სოფელ შრომის მაცხოვრებელი;
  • აივენგო მამფორია – სოფელ შრომის მაცხოვრებელი.