რა ევალება ფერმერს და რა  სახელმწიფოს – ლევან დავითაშვილის  განმარტება [Video]

0

როგორ შევამციროთ აზიური ფაროსანას პოპულაცია, რა ხერხებით დავიყვანოთ მინიმუმამდე ბაღლინჯოსაგან მოსალოდნელი ზიანი – ლევან დავითაშვილი სახელმწიფოსა და ფერმერების შეთანხმებული ქმედებების აუცილებლობაზე საუბრობს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი აცხადებს, რომ სახელმწიფო ტყის განაპირა ტერიტორიაზე მავნებლის მოსაზიდ ხაფანგებს განათავსებს, რათა მაქსიმალურად შეამციროს ტყიდან ბაღებში გადმონაცვლებული ბაღლინჯოს ოდენობა.

სახელმწიფოს ქმედებების პარალელურად, დავითაშვილი ამბობს, რომ აუცილებელია მოსახლეობამ კუთვნილი კარ-მიდამო  რეკომენდირებული პესტიციდებით  შეწამლოს. რაც შეეხება დიდ ტერიტორიებს, მისი თქმით, აქ კვლავ სახელმწიფოს რესურსი იქნება მობილიზებული. დავითაშვილი აღნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში, სახმელეთო ტექნიკასთან ერთად, ავიაციასაც გამოიყენებენ.

მედიაპროდუქტი  მომზადებულია “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“  EBRD-ის მხარდაჭერით “ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც “ჟურნალისტიკის რესურსცენტრი” –  JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

სინქრონი:

ლევან დავითაშვილი – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.

ავტორი:

ეკატერინე მამამთავრიშვილი.

Comments are closed.