რა დავუპირისპიროთ რუსულ პროპაგანდას – ნატოს დღეები ახალციხეში [Video]

“რუსული არხებიდან მომდინარე ინფორმაცია, როგორც წესი,  სიცრუე და რუსეთის პროპაგანდის ნაწილია. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რა და როგორ დავუპირისპიროთ მას” – ჰიბრიდული ომის  სპეციფიკის თაობაზე ახალციხეში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ისაუბრა.

ნინო ბოლქვაძემ თქმით, აუცილებელია მოქალაქეებმა იცოდნენ თუ რა სიკეთეს მოუტანს საქართველოს ნატოსთან და ევროკავშირთან პარტნიორობა და ასევე, თუ რატომ არ შეიძლება იყოს საქართველო ნეიტრალური ქვეყანა. ახალციხეში, შეხვედრა “ნატოს დღეების” ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, ევროკავშირისა და ნატოს შესახებ არსებულ მითებზეც ისაუბრეს.

“ნატოს დღეები” 16 აპრილს დაიწყო და 1 მაისს დასრულდება. კვირეულის მიზანი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ მოსახლეობის საჭირო და სწორი ინფორმაციის მიწოდებაა.

სინქრონი:

ნინო ბოლქვაძე – ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი.

ავტორები:

თიკო კურტანიძე, სერგო ფიდანიანი.