რა გახდა სამეგრელოში თხილის გაფუჭების მიზეზი [Video]

აგრონომი რევაზ შონია აცხადებს, რომ მიმდინარე წელს სამეგრელოში თხილის კარგი მოსავლიანობა იყო, თუმცა დაზიანების ხარისხი – მაღალი. სპეციალისტი თხილის გაფუჭების მიზეზად ფერმერების მიერ აგროსამუშაოების არასწორ ჩატარებას ასახელებს.

მისი თქმით, მოსახლეობის უმეტესობამ, სასუქთან დკავშირებული წესები დაიცვა, წამლობაზე კი უარი თქვა. რევაზ შონიამ ფერმერებს კიდევ ერთხელ განუმარტა, რომ თხილის მოსავლისა და მისი ხარისხის შენარჩუნებისთვის, აუცილებელია კომბინირებული წამლობა, როგორც აზიური ფაროსანას, ასევე სოკოვანი დაავადებებისა და ბაქტერიების წინააღმდეგ. აგრონომი აღნიშნავს, რომ შეწამვლის პროცესს ხელი რეგიონში დაფიქსირებულმა უხვმა ნალექმაც შეუშალა.

ტელეკომპანია ,,ოდიშის“ ეთერში დისკუსია მედიაკამპანიის   ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც  ,,ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი“ პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. გადაცემა მომზადდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), FERRERO-სა და CNFA-ს „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის“ (G-HIP) მხარდაჭერით. წინამდებარე დისკუსია არ წარმოადგენს აშშ-ის მთავრობისა და USAID-ის შეხედულებებს“

სინქრონები:

რევაზ შონია – აგრონომი.