რაჭა, გურია, კახეთი, იმერეთი – ოთხი ისტორია ოთხ ფილმად #ევროპის_დღეები

9 მაისი – ევროპის დღე, დღე როცა 1950 წელს წელს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რობერტ შუმანმა ევროპის ფუძემდებელი დეკლარაცია წარადგია, წელს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგელობის მიერ ოთხი მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის შექმნით აღინიშნება. ამბიციური პროექტი რეჟისორ გიორგი ქველიძესთან თანამშრომლობით ხორციელდება. დოკუმენტური ფილმი საქართველოს ოთხი რეგიონიდან ოთხ სხვადასხვა ისტორიას მოგვითხრობს და ქართველებისა და ევროპელების საერთო ხედვას, სულს, ღირებულებებსა და მიზნებს ასახავს.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp