რატომ აგროჟურნალისტიკა?

0

 

სახეზეა ყველა საფუძველი იმისა, რომ სოფლის მეურნების საკითხების გაშუქებას ქართულ მედიაში მნიშვნელოვანი წილი ჰქონდეს – საზოგადოების ინტერესი, აუდიტორიის მოცულობა, ქვეყნის განვითარებაში დარგის მნიშნელობა და პერსპექტივა, თუმცა მხოლოდ ამ საფუძვლების თავისთავადი არსებობა, სამწუხაროდ , არ არის შედეგის პირდაპირპროპორციული. პროექტის განმხორციელებელი გუნდი ეყრდნობა ჰიპოთეზას, რომ ამის მიზეზი პრაქტიკოს და მომავალ ჟურნალისტებში შესაბამისი ცოდნის არარსებობაცაა. წინამდებარე გზამკვლევის მომზადების მიზანიც, სწორედ ამ პრობლემის დაძლევის ხელშეწყობაა.

ნათია კუპრაშვილი

სოფლის მუერნეობის საკითხების გაშუქების ეს გზამკველვი მომზადებულია იმ ქვეყნის ენაზე, რომლის ათასწლოვანი ისტორიის განუყოფელი ნაწილია სოფლის მეურნეობის მრავალფეროვანი პროდუქციის წარმოება. ამ ქვეყანის ეკონომიკაში მუდმივად მნიშვნელოვან როლს ასრულებდა აგრარული სექტორი, რაც უშუალოდ უკავშირდება დღემდე აქ არსებულ 3 500-ზე მეტ სოფელს, როგორც ისტორიულად ჩამოყალიბებულ ტერიტორიულ ერთეულს, სადაც ახლაც ქვეყნის მოსახლეობის თითქმის ნახევარი ცხოვრობს და რომელთა მცირე აგრარული წარმოება არსებით გავლენას ახდენს მოსახლეობის დიდი  ნაწილის მინიმალური ცხოვრებისეული პირობების შენარჩუნებაზე.

მიუხედავად ჩამოთვლილი ფაქტორებისა, ეს ის ქვეყანაა, სადაც განსახვავებით სხვა განვითარებული თუ განვითარებადი ქვეყნებისა, აგროჟურნალისტიკა, სოფლის მეურნეობის საკითხების მედიაგაშუქება არასისტემური და ფრაგმენტულია, მეტიც ამგვარ საქმიანობას არ გააჩნია ტრადიცია , ძნელია ამ კუთხით ადგილობრივი პრაქტიკული მაგალითების პოვნა.

მედიაკვლევები აჩვენებს, რომ სოფლის მეურნეობის საკითხების გაშუქება, საქართველოში მედიაპროდუქციის მოცულობაში უმნიშნელო ადგილს იკავებს. ასე მაგალითად, 2014 წელს ჟურნალისუტირი ეთიკის ქარტიისა და სლოვაკური კვლევითი ორგანზიაცია ,,მემო 98” –ის მიერ წარმოებულმა საზოგადოებირვი მაუწყებლის მედიამონიტორინგმა აჩვენა, რომ არხზე, რომლის  კანონისმიერი პრიორიტეტი საქართველოს რეგიონების გაშუქება და მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებაა, სოფლის მეურნეობის საკითხებს, საერთო პროდუქტის 1%-იც კი არ უჭირავს. 2015 წელს ,,საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის” მიერ ჩატარებულმა რეგიონული მაუწყებლების აუდიტორიის კვლევამ კი აჩვენა, რომ სოფლის მეურნების საკითხების გაშუქებას, გამოკითხული მოსახლეობის 11%-ი, პოლიტიკისა და ეკონომიკაზე, ასევე სხვა თემებზე პრიორიტეტულად თვლის.

პარალელურად საქართველოს მთავრობების მიერ ბოლო წლებში დადებული საერთაშორისო შეთანხმებები, როგორიცაა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება , ევროკავშირთან და შერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხებები და სხვა, იძლევა შანსს საქართველოს სოფლის მეურნეობის წარმოების გლობალურ ეკონომიკაში ინტეგრაციისთვის. სოფლის მეურნეობის განვითარება სამთავრობო პრიოირიტეტადაა გამოცხადებული და სფეროს დაფინანსება ბიუჯეტიდან ყოველწლიურად იზრდება.

როგორც ვხედავთ, სახეზეა ყველა საფუძველი იმისა, რომ სოფლის მეურნების საკითხების გაშუქებას ქართულ მედიაში მნიშვნელოვანი წილი ჰქონდეს – საზოგადოების ინტერესი, აუდიტორიის მოცულობა, ქვეყნის განვითარებაში დარგის მნიშნელობა და პერსპექტივა, თუმცა მხოლოდ ამ საფუძვლების თავისთავადი არსებობა, სამწუხაროდ , არ არის შედეგის პირდაპირპროპორციული. პროექტის განმხორციელებელი გუნდი ეყრდნობა ჰიპოთეზას, რომ ამის მიზეზი პრაქტიკოს და მომავალ ჟურნალისტებში შესაბამისი ცოდნის არარსებობაცაა. წინამდებარე გზამკვლევის მომზადების მიზანიც, სწორედ ამ პრობლემის დაძლევის ხელშეწყობაა.

აგროჟურნალისტიკა იმ ქვეყნებში, სადაც სოფლის მეურნეობის განვითარება პრიორიტეტადაა მიჩნეული, აგროკომუნიკაციის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილია. დისციპლინა ისწავლება, როგორც პროფესიულ სასწავლებლებში (აგრო და მედიასფერო) , ისე უნივერისტეტებში, იმისთვის რომ მიიღონ პროფესიონალი მედიამუშაკები, რომლებიც შეძლებენ სოფლის მეურნების საკითხების სიღრმისეულ გაშუქებას, მოსახლეობის განათლებას, ორგანიზების ხელშეწყობას, უკუკავშირის მიღებას და ასახვას დარგის განვითარებაზე.

სასწავლო კურიკულუმებში ამ დარგობლივი ჟურნალისტიკის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი – პოზიტიული, საჭირო ჟურნალისტიკაა, რაც გულისხმობს მიზნობრივი აუდიტორიისთვის, აუდიტორიასთან ერთად იმგვარი მედიაკონტენტის წარმოებას, რომელიც საჭიროა დარგის შემდგომი განვითარებისთვის და რომელიც ცალკეულ გლეხს-ფერმერს შრომისკენ და მეტი ეფექტის მიღებისკენ წაახალისებს.

ამგვარი ჟურნალისტიკის პრაქტიკული მაგალითები უმეტესად წარმატებული მეურნეობების მაგალითების ჩვენებას ემყარება, შედარებით ნაკლებია, თუმცა არ გამოირიცხება პრობლემების გაშუქების, ე.წ.  მედიის ,,ვოჩ დოგური “ ფუნქციით მიღებული მედიაპუბლიკაციებიც.

შესაბამისად აგროჟურნალისტიკის უმთავრეს ფუნქციებად გამისაზღვრება:

 

  • განათლება , რომლისთვისაც ინფორმირება (პოტენიცური აუდიტორიისთვის ინფორმაციის მიწოდება) მხოლოდ საშუალებაა.

 

  • ორგანიზება – სოფლის მეურნეობაში პოტენციურად ან რეალურად დასაქმებული პირების, პირთა ჯგუფების მოტივირება საქმიანობის გაუმჯობესებაზე/ეფექტურობაზე, რაც მედიას არა უბრალო დამკვირვებლად არამედ პროცესის მონაწილედ ხდის.

 

  • კომუნიკაცია – როცა მედიასაშუალება ასრულებს პროფესიული ჯგუფების, სამთავრობო პროგრამებისა და მათი ბენეფიციარების, და თავად ფერმერებს შორის დამაკავშირებლის ფუნქციას.

 

იმისთვის, რომ ამ ფუნქციათა შესრულება მედიამ შესაბამისად შეძლოს, საჭიროა კონკრეტული საკითხების  სპეციფიკის ცოდნა. წინამდებარე გზამკველვი შემდეგ საკითხებზე ფოკუსირდება:

 

 

  1. აგრონომიის საფუძვლები ჟურნალისტებისთვის

 

ეს თავი უხსნის ჟურნალისტს – რა არის აგრონომია, რომ იგი წარმოადგენს სასოფლო თეორიული და პრაქტიკული ცოდნის ერთობლიობას მცენარეთა მოყვანის, ცხოველთა მოშენების, წარმოების ორგანიზაციისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების პირველადი გადამუშავების შესახებ. რომ იგი მოიცავს ისეთ მეცნიერებებს, როგორებიცაა ნიადაგმცოდნეობა, მიწათმოქმედება, მემცენარეობა, აგროქიმია, სელექცია-მეთესლეობა და სხვა.

 

2. ბიოლოგიურად სუფთა ჟურნალისტიკა

სიტყვათშეხამება ,,ბიოლოგიურად სუფთა” ხშირად ჟურნალისტების მიერაც არასწორად გამოიყენება, ბიოლოგირუად სუფთა პროდუქტის წარმოებაში მწარმოებელიც ზოგჯერ მხოლოდ პროდუქტის ,,მოყვანის” პროცესს გულისხმობს, თუმცა ცოდნის დეფიციტის გამო, აქაც არაერთ შეცდომას უშვებს. ამასთან მწარმოებელსაც და ჟურნალისტსაც ხშირად ავიწყდება, რომ წარმოებასთან ერთად, ,,ეკოლოგირუად სუფთა პროდუქტის” მიღება მხოლოდ გადამუშავების, შენახვის, ტრანსპორტირებისა და გასაღებისას საჭირო წესების დაცვითაა შესაძლებელი.

 

3. მედია მავნებლების წინააღმდეგ და მცენარეთა დაცვის სადარაჯოზე

 

შეუძლია თუ არა მედიას ფერმერებს სავალალო შედეგების პრევენციაში დაეხმაროს? პასუხი დადებითია, იმ შემთხვევაში თუ მედია თანმიმდევრულად, სიღმისეულად და გასაგებად მიაწვდის, მისსავე მიზნობრივ აუდიტორიას, მცენარეთა სხვადასხვა მავნებლებისა და მათთან ბრძოლის შესახებ ინფორმაციას.  თუმცა ეს სწორედ ისაა, რასაც მედია ნაკლებად აკეთებს.

 

4. სურსათის უვნებლობა და DSFTA

 

სურსათის უვნებლობა და DSFTA საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობა და სურსათის უვნებლობის მთავარი პრინციპი – გზა მინდვრიდან სუფრამდე. რა კონკრეტული სარგებელი შეიძლება ნახოს ქვეყანამ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილის, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით.

 

5. მედიატექნოლოგია აგრობიომრავალფეროვნებისა და  თანამედროვე ბიოტექნოლოგიის საჩვენებლად

 

ნებისმიერი ქვეყნისათვის, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა ერთ-ერთ მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ ამოცანას წარმოადგენს. ამ მიზნით, დღეისათვის, ფართოდ გამოიყენება თანამედროვე ბიოტექნოლოგიით მიღებული გენმოდიფიცირებული სურსათი, ცხოველის საკვები, საკვებდანამატები, ასევე გენმოდიფიცირებული ორგანიზმებიდან წარმოებული სათესლე და სანერგე მასალა. თანამედროვე ბიოტექნოლოგიის განვითარებამ აუცილებელი გახადა შესაბამისი ბიოუსაფრთხოების ზომების გატარება. „ბიოუსაფრთხოება ქმედებათა ერთობლიობაა, რომელიც მოიცავს თანამედროვე ბიოტექნოლოგიით მიღებული ორგანიზმებისაგან, მცენარეთა და ცხოველთა გენეტიკური რესურსების, ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოზე შესაძლო უარყოფითი ზემოქმედებისაგან დაცვას.

 

6. მინდვრიდან სუფრამდე პროცესის გაშუქება

 

სასურსათო ჯაჭვის ნებისმიერი რგოლი – ფერმერი, დამამზადებელი, გადამამუშავებელი, დისტრიბუტორი, სატრანსპორტო კომპანია, სავაჭრო კომპანია თუ საცალო ქსელის ობიექტი სრულყოფილად უნდა ფლობდეს ინფორმაციას გამოყენებული ნედლეულის, წარმოებული პროდუქტის, განხორციელებული საწარმოო პროცესების შესახებ, რათა ზუსტად დაადგინოს, თუ რა ეტაპზე შეიძლება სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული პრობლემა წარმოიშვას და რა სახის შეიძლება იყოს იგი.

 

7. ღია და დახურული კითხვები გრუნტთან დაკავშირებით

 

აქ იპოვით პასუხებს საქართველოში 70–ზე მეტი დასახელების ბოსტნეულთან დაკავშირებით, რომლებიც როგორც ღია, ისე დახურულ (სათბურები, კვალსათბურები, ფირდაფარებული შემთბარი გრუნტი) გრუნტში მოჰყავთ.

8. მე-მცენარე-ჟურნალისტი

 

ნებისმიერ ადამიანს, მიუხედავად იმისა, ჟურნალისტია თუ არა, ყოველდღიური საქმიანობის ჩამონათვალში, აუცილებლად შეაქვს შერბენა სუპერმარკეტში ან ბაზარში პროდუქტის შესაძენად – მინდვრიდან,  ბაღიდან, ზვრიდან, პლანტაციიდან გზაგამოვლილი მცენარეული პროდუქცია ჩვენი სასიცოცხლო გარემოს და არსებობის ძირითადი კომპონენტია ჰაერთან და წყალთან ერთად.

 

თუ თქვენ ჟურნალისტი ხართ ან გინდათ გახდეთ ჟურნალისტი, რომელსაც განსაკუთრებით აინტერესებს საზოგადოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თემები, რაც სასოფლო-სამეურნეო საკითხებს უკავშირდება, გვერდს ვერ აუვლით ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურების წარმოების გაშუქებას, რომელსაც შეისწავლის მრავლისმომცველი დარგი – მემცენარეობა.    

 

9. მეცხოველეობის გაშუქება

 

ეს თემა მეცხოველეობაზეა,  ერთ-ერთი მნიშვნელოვან მიმართულებაზე სოფლის მეურნეობის განვითარებაში.  მისი საშუალებით შეგიძლიათ შეისწავლით – რა უნდა გააკეთოს ჟურნალისტმა მეცხოველეობის რომელიმე კონკრეტული საკითხის გაშუქებისას? მაგრამ, თუ არ გიყვართ ცხოველები, სჯობს ეს საქმე ცხოველების მოყვარულ კოლეგას დაუთმოთ.

 

10. ცხოველთა მკურნალი ჟურნალისტიკა

აქ იპოვით ინფორმაციას და მედიამიდგომებს ვეტერინარიასთან დაკავშირებულ მოთხოვნებზე, რომლებიც შემუშავებულია ცხოველის ან/და ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად, ქვეყანაში ვეტერინარული კეთილსაიმედოობის შესანარჩუნებლად, დაავადების წარმოშობის შემთხვევაში კერების ლოკალიზაცია-ლიკვიდაციისათვის, ეპიდემიულოგიური მდგომარეობის განსაზღვრა-შეფასებისათვის, ცხოველის დაავადების ასაცილებლად, ცხოველური პროდუქტების კონტროლისა და ცხოველთა კეთილდღეობისათვის.

 

არ დაგავიწყდეთ მიაკითხოთ დამატებით საცნობარო მასალებს, ამავე გვერდზე.

არ დაგავიწყდეთ ნახოთ აგროჟურნალისტიკის კარგი მაგალითები

არ დაგავიწყდეთ ჩაიხედოთ აგროკალენდარში

 

 

 

 

 

 

 

 

Comments are closed.