რას გეგმავს სახელმწიფო აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისთვის 2018 წელს [Video]

0

სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ფაროსანასთან ბრძოლის 2018 წლის სტრატეგიული ხედვა მზადაა და იგი უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით მომზადდა. უწყების უფროსის მოადგილის ზურაბ ლიპარტიას განმარტებით, გეგმა სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: ცნობიერების ამაღლება, მონიტორინგის სისტემით მთლიანი საქართველოს მოცვა და მავნებლის საწინააღმდეგო ბრძოლის ღონისძიებები ტერიტორიებზე, სადაც სახელმწიფოს აქვს პასუხისმგებლობა აღებული. რაც შეეხება, საკარმიდამო ნაკვეთებს, ლიპარტია აცხადებს, რომ აქ თავად ფერმერების აქტიურობაა საჭირო, რათა მათ სწორად და შესაბამის ვადებში განახორციელონ შეწამვლა. მისი თქმით, ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის წარმატებისთვის აუცილებელია წამლობა, არა მარტო მავნებლის, არამედ ბაქტერიებისა და სოკოვანი დაავადებების პრევენციისთვისაც.

აზიური ფაროსანას შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით დაწყებულია მედია კამპანია  ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“, რომელსაც  “ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი” პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. რეპორტაჟი მომზადდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), FERRERO-სა და CNFA-ს „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის“ (G-HIP) მხარდაჭერით. წინამდებარე რეპორტაჟი არ წარმოადგენს აშშ-ის მთავრობისა და USAID-ის შეხედულებებს“.

სინქრონი:

ზურაბ ლიპარტია – სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე.

 

Leave A Reply