ჟურნალისტური ნამუშევრების კონკურსი – ბოლო ვადა 01.11.2019

გეოგრაფია – საქართველო

საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელი აცხადებს კონკურსს საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრის გამოსავლენად, ზრდასრულთა განათლების თემაზე. ზრდასრულთა განათლების კონკურსის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ზრდასრულთა განათლების (ფორმალური და არაფორმალური) შესახებ.

კონკურსში განსახილველად მიიღება, 2019 წლის იანვრიდან 2019 წლის 1 ნოემბრის ჩათვლით ტელე-რადიო სიუჟეტი ან რეპორტაჟი, ბეჭდვით, ელექტრონულ მედიაში გამოქვეყნებული პუბლიკაცია(სტატია,ესსე) ან ფოტო-რეპორტაჟი თემაზე: “საქართველოს განათლების რეალობა და პრობლემები“. კონკურსში გამარჯვებულისათვის საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელმა დააწესა ჯილდო – 1000 ლარი.

იხილეთ დაწვრილებით: http://bit.do/eU3nR და info@gaen.org.ge

ინფორმაცია სხვა კონკურსების და გრანტების შესახებ იხილეთ აქ