ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტლებით “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტებმა ქარტიის I პრინციპი დაარღვიეს [Video]

0

საქართველოს ჟურნალისტიკის ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით,  ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტებმა ეკა გაგუამა და ია გულიაშვილმა  ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვიეს. პუნქტი ჟურნალისტს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებას ავალდებულებს.

გადაწყვეტილება საბჭომ 19 ივნისს გამართულ სხდომაზე მიიიღო, საჩივრით ქარტიას “ჟურნალისტიკის რესურცენტრმა” მიმართა. ორგანზიაციისთვის სადავო საინფორმაციო გამოშვება “კურიერის” ეთერში 6 ივნისს გასული სიუჟეტი იყო, რომელიც ძროხების ხელოვნურ განაყოფიერებას ეხებოდა. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ მასალა არაზუსტი და მანიპულაციური იყო, რითიც ქარტიის პირველი პრინციპი დაირღვა.

ჟურნალისტიკის რესურსცენტრში მიაჩნდათ, რომ  სიუჟეტში  ასევე დარღვეული იყო მესამე პრინციპიც, რომელიც ჟურნალისტს ავალდებულებს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით გასცეს, რომელთა წყარო დადასტურებულია და არ მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია.” ქარტიის საბჭომ აღნიშნული პრინციპის დარღვევა არ დაადგინა.

საქმის განხილვას მოპასუხე მხარე არ ესწრებოდა.

ავტორი:

თათია შაიშმელაშვილი.

Comments are closed.