პულიცერის ცენტრი იღებს პროექტებს მონაცემთა ჟურნალისტიკის სფეროდან – ბოლო ვადა 31.05.2019

კრიზისების გაშუქების პულიცერის ცენტრი (http://pulitzercenter.org) განიხილავს პროექტებს მონაცემთა ჟურნალისტიკის სფეროდან, რომლებიც შეეხება საკუთრების უფლებას. პროგრამა განსაკუთრებით დაინტერესებულია მონაცემებზე დაფუძნებული მასალებით, რომლებშიც გამოყენებულია სატელიტური ფოტოები, 360-გრადუსიანი ვიდეოები, დრონების ჩანაწერები, სენსორების მონაცემები, ინტერაქტიული რუკები ან გრაფიკა.

პროექტების შესაძლო თემები: მიწათსარგებლობა, ადგილობრივი მოსახლეობის უფლებები მიწაზე, მიწებთან დაკავშირებული გარიგებების გამჭვირვალობა, რესურსების გამოყენების უფლება ან მომიჯნავე უფლებები.

შეირჩევა სულ 3-დან 5-მდე პროექტი, რომელთა ავტორები მიიღებენ გრანტებს.

იხილეთ დაწვრილებით ლინკზე.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 31 მაისი 2019 წ.

ინფორმაცია სხვა კონკურსების შესახებ იხილეთ აქ.