პოსტპანდემიური პერიოდის გაშუქების პროგრამა ჟურნალისტებისთვის – ვადა 15.07.2020

გეოგრაფია: ბალტიის ქვეყნები, აღმოსავლეთ ევროპა, ცენტრალური აზია, კავკასია, რუსეთი, უკრაინა.

პროგრამაში მონაწილეობის მიზნით, განაცხადის წარდგენა შეუძლიათ სამ წელზე მეტი გამოცდილების მქონე ჟურნალისტებს და ფრილანსერებს ბალტიის ქვეყნებიდან, აღმოსავლეთ ევროპიდან, ცენტრალური აზიიდან, კავკასიის ქვეყნებიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან. Thomson Reuters Foundation ორგანიზებას უწევს ონლაინ პროგრამას “COVID-19-ის შედეგების გაშუქება – რუსულენოვანი რესურს ცენტრი”.

ონლაინ პროგრამა გრძელდება 9 კვირის განმავლობაში –  28 ივლისიდან 29 სექტემბრამდე. თემები: დიდ მონაცემებთან მუშაობა, მათ საფუძველზე მასალების შექმნა და ვიზუალიზაცია; ყალბი ინფორმაციის გამოვლენის ტექნოლოგიები; სანდო ინფორმაციის ძიება და წყაროებთან ეფექტური მუშაობა.  

მონაწილეები მიიღებენ წვდომას: ექსპერტების ვიდეო ბრიფინგებთან, საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალურ წარმომადგენლებთან, ექსკლუზიურ ინფორმაციას სამედიცინო, ფსიქოლოგიური, სოციალური, ეკონომიკური, ფინანსური და კრიზისის შედეგების სხვა ასპექტების შესახებ.

გარდა ამისა მონაწილეები ერთობლივად იმუშავებენ ტრანსსასაზღვრო მასალებზე.  პროგრამაში მონაწილეობა უფასოა.

დაწვრილებით იხილეთ აქ.

ინფორმაცია სხვა კონკურსების და გრანტების შესახებ იხილეთ აქ.

ვადა: 15 ივლისი 2020 წ.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp