პოლიციამ უზბეკეთში ათობით მუსლიმანი აიძულა, წვერი მოეპარსათ – FACT

პოლიციამ უზბეკეთის აღმოსავლეთში, ქალაქ ანგრენში, ათობით მუსლიმანს წვერი იძულებით გააპარსინა. უკანასკნელ წლებში ხშირია ცნობები იმის შესახებ, რომ უზბეკეთის პოლიცია გრძელწვერიან კაცებს გამოყოფს და მათ წვერის მოპარსვას აიძულებს.

ამგვარი ქმედებისათვის აზიის ეს ქვეყანა წლების განმავლობაში კრიტიკის საგანს წარმოადგენდა შიდა და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების მხრიდან. მსგავსი ცნობები საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებში ჯერ კიდევ 2005 წლიდან იძებნება.

უზბეკეთში ამერიკის საელჩოს მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით, “2020 წლის ანგარიში საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების შესახებ” წერია, რომ რელიგიური ნიშნის მიხედვით, აქტივისტსს ფაიზულაევი ისახონი, რომელიც წვერს 20 წლის განმავლობაში ატარებდა, წვერის მოპარსვა აიძულეს.

მსგავსი ფატქების შესახებ წერია ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) ანგარიშშიც. 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp