პირველი პეტიცია ახალციხის საკრებულოში — TI

შიდა საქალაქო ტრანსპორტის მოძრაობის მოწესრიგებაზე საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ ახალციხის საკრებულოში პირველი პეტიცია წარადგინა და თან დაურთო 350-ზე მეტი ადგილობრივის ხელმოწერა.

ახალციხეში შიდა საქალაქო ტრანსპორტის მოძრაობის დარღვეული გრაფიკის და მოუწესრიგებელი სამარშუტო ტაქსების შესახებ TOK TV-ს არაერთხელ მოუმზადებია ჟურნალისტური მასალა. ადგილობრივები ჩვენს სიუჟეტებში ხაზგასმით აღნიშნავდნენ გაუმართავი ტრანსპორტით გამოწვეული პრობლემების შესახებ.

სწორედ შიდა საქალაქო ტრანსპორტის მოძრაობის მოწესრიგებაზე  საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ ახალციხის საკრებულოში პირველი პეტიცია წარადგინა და თან დაურთო 350-ზე მეტი ადგილობრივის ხელმოწერა.

პეტიცია ეხება შიდა საქალაქო ტრანსპორტის მოძრაობის მოწესრიგებას და იმ ლოკაციების დამატებას, სადაც ტრანსპორტი ამ დროისთვის არ დადის.

რაც შეეხება შემდეგ ნაბიჯებს, ახალციხის საკრებულომ სამი დღის ვადაში უნდა შეამოწმოს ხელმოწერების ავთენტურობა, შემდეგ პეტიცია უნდა დარეგისტრირდეს და საკრებულოს სხდომაზე განიხილონ.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp