ომარ ბაბუ დიდუბის მეტროდან [Photos]

0

80 წლის ომარ ქემხაძე, დიდუბის მიმდებარე ტერიტრიაზე  წიგნებს და ჟურნალ-გაზეთებს ყიდის.  ვიდრე, კონკრეტულ წიგნს მყიდველი მიაკითხავს, როგორც წესი, მას თვითონ ომარ ბაბუ კითხულობს. ამბობს, რომ კითხვა ძალიან უყვარს.

წიგნებთან ერთად ყიდის, უკვე გამოყენებულ საწერ კალმებსაც, 20 თეთრად.


უკვე წლებია ყოველ დილით, 8 საათზე დიდუბის მეტროსთან, ღია ცის ქვეშ მოძრავ სტენდს ხსნის და მყიდველს 7 საათამდე ელოდება. განრიგი უცვლელია ზამთარშიც. ცივა, მაგრამ ამბობს, რომ სხვა გზა არ აქვს. პენსია უმეტესად წამლებს ხმარდება.

მაგიდაზე, ქილაში ჩაი უსხია.

ომარ ბაბუს აქვს უმაღლესი განათლება, სავაჭრო-ეკონომიკური პროფილის. წლების წინ, პროფესიით რომ ვეღარ მუშაობდა, მშენებლობაზე დასაქმდა, შემდეგ სავაჭრო ჯიხური გახსნა. ამბობს, რომ დაუნგრიეს.

 მეუღლე არ ჰყავს, სახლში შვილი ელოდება, რომელიც შრომისუუნაროა.

ავტორი: თათია ჯაფარიძე

Comments are closed.