ოთარ დანელია – აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში თითოეული სოფელი უნდა იყოს ჩართული [Video]

0

აზიური ფაროსანა არა მარტო ჩვენთან, ბევრ ქვეყანაში მნიშვნელოვანი გამოწვევაა, ამიტომ მის წინააღმდეგ მასშტაბური მობილიზებაა საჭირო. ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ განაცხადა.

მისი თქმით, მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლისთვის მთავარი წინაპირობა ზუსტი და დროული ინფორმაციაა. აზიური ფაროსანას პოპულაციის შესახებ მონაცემების მოგროვება კი, დანელიას განცხადებით, თითოეული სოფლის დონეზე უნდა ხდებოდეს. კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, სახელმწიფო უწყებები, მუნიციპალიტეტები თუ რეგიონული სამმართველოები საჭიროებისამებრ ცვლიდნენ ინფორმაციებს და კოორდინირებულად მოქმედებდნენ.

მედიაპროდუქტი  მომზადებულია “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის” EBRD-ის მხარდაჭერით “ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას” პროექტის ფარგლებში, რომელსაც  “ჟურნალისტიკის რესურსცენტრი” –  JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

სინქრონი:

ოთარ დანელია – აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.

ავტორი:

ეკატერინე მამამთავრიშვილი.

Comments are closed.