ნიმანის ფონდის სტიპენდია ჟურნალისტებისათვის, მედია ანალიტიკოსებისთვის, გამომცემლებისთვის, ლექტორებისა და ვებ-დიზაინრებისათვის – ბოლო ვადა 27.09.2019

გეოგრაფია – მთელი მსოფლიო

ნიმანის ფონდი ჰარვარდში ჟურნალისტებს სთავაზობს მოკლევადიან სტიპენდიებს ჟურნალისტიკის ხარისხის ასაწევად მიმართული კვლევითი პროექტების განსახორციელებლად. პროექტები უნდა ეხებოდეს: პროგრამირებას,  დიზაინს, ფინანსურ სტრატეგიებს და სხვა.

სტიპენდიანტები ჰარვარდის უნივერსიტეტში შეძლებენ დაჰყონ 12 კვირამდე, პროექტის მასშტაბიდან გამომდინარე. ისინი მიიღებენ წვდომას ჰარვარდის უნივერსიტეტის რესურსებთან, სამეცნიერო ცენტრებთან და ბიბლიოთეკასთან. პროგრამის მონაწილეები ყოველკვირეულად მიიღებენ სტიპენდიას 1 350 ამერიკული დოლარის ოდენობით.  ჰარვარდში ყოფნის დროს ისინი იქნებიან უზრუნველყოფილი უფასო საცხოვრებლით.

დაწვრილებით იხილეთ აქ.

განაცხადების მიღების ვადა: 27 სექტემბერი 2019 წ.

ინფორმაცია სხვა კონკურსების და გრანტების შესახებ იხილეთ აქ.