ნიკო სიხარულიძე – საათი უსინათლოებისათვის [Photos]

გაიცანით ნიკო სიხარულიძე პროექტის “როცა ხარ 20”-ის ფარგლებში.

უსინათლოებისთვის საათი ნიკოლოზმა მეგობრებთან ერთად შექმნა. გარდა იმისა, რომ ვიბრაციის დახმარებით, უსინათლოებს, სხვების დაუხმარებლად დროის გაგება შეეძლებათ, ნივთს დამატებითი ფუნქციაც აქვს. ჯიპიესის გამოყენებით, საათი ოჯახის წევრებთან მფლობელის ადგილსამყოფელის კოორდინატებს გაგზავნის.

ნიკოლოზს უნდა, ინოვაციური გამოგონებებით, ხელი შეუწყოს შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციას. სურს, რომ ისინი უფრო აქტიურად ჩაერთვნენ საჯარო ცხოვრებაში და ამის წახალისებისთვის სხვადასხვა საინტერესო იდეის განხორციელებას მომავალშიც გეგმავს.

ფოტოს ავტორი: EKATERINE PHOTOGRAPHY