ნიკო სიხარულიძე – საათი უსინათლოებისათვის [Video]

უსინათლოებისთვის საათი ნიკო სიხარულიძემ მეგობრებთან ერთად შექმნა. გარდა იმისა, რომ ვიბრაციის დახმარებით, უსინათლოებს, სხვების დაუხმარებლად დროის გაგება შეეძლებათ, ნივთს დამატებითი ფუნქციაც აქვს. ჯიპიესის გამოყენებით, საათი ოჯახის წევრებთან მფლობელის ადგილსამყოფელის კოორდინატებს გაგზავნის.

ნიკოს უნდა, ინოვაციური გამოგონებებით, ხელი შეუწყოს შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციას. სურს, რომ ისინი უფრო აქტიურად ჩაერთვნენ საჯარო ცხოვრებაში და ამის წახალისებისთვის სხვადასხვა საინტერესო იდეის განხორციელებას მომავალშიც გეგმავს.

პროექტის მხარდამჭერია Media Neighbourhood.

ავტორები:

ეკატერინე მამათავრიშვილი, დავით ჯიბუტი.

ფოტოს ავტორი: EKATERINE PHOTOGRAPHY