ნიკა მესხი – ლაბორატორიულმა შემოწმებამ თხილში 15-მდე დაავადება დააფიქსირა

“ადგილობრივ და ევროპულ ლაბორატორიებში გაგზავნილ თხილის ნიმუშებში 15-მდე სოკოვანი და ბაქტერიული დაავადება დაფიქსირდა, ამიტომ მოსაზრება,  რომ თხილის სექტორში არასახარბიელო მდგომარეობა მხოლოდ აზიურ ფაროსანას უკავშირდება, არასწორია“, – აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი. ნიკა მესხის თქმით, იგივეს ადასტურებდა 2012 წელს ერთ-ერთი მეცნიერების მიერ დასავლეთ საქართველოში ჩატარებული ექსპერიმენტი, რომლის დროსაც თხილის კულტურაში 51 სხვადასხვა ორგანიზმი აღმოაჩინეს.

მესხის თქმით, არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე შემუშავდა თხილის დაცვის სქემა და ფერმერებმა, რომლებმაც მასში მოცემული რეკომენდაციები გაითვალისწინეს, თხილის მაღალი ხარისხის მოსავალი მიიღეს.

მედიაპროდუქტი  მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“  EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ –  JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

სინქრონი:

ნიკა მესხი – სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი.