მჭიდროდ დასახლებული უბანი მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურით

მსგავსი სურათი, ტაბიძის 19 ნომერში, ყოველი გაწვიმების შემდეგ იქმნება. მოქალაქეები, გაუსაძლის მდგომარეობაში, თვეებია იმყოფებიან. ირწმუნებიან, რომ მერიას ბევრჯერ მიმართეს, თუმცა ვერაფერს გახდნენ.

ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლები, აქ თითქმის ნახევარი წლის წინ ნახეს, მაშინ, როდესაც ეზოში სანიაღვრე და საკანალიზაციო არხებს აწყობდნენ. სამუშაოები დაასრულეს, ტერიტორია კი, გადათხრილი დატოვეს.

შექმნილი მდგომარეობით, დისკომფორტი მხოლოდ ეზოს მაცხოვრებლებს არ შექმნიათ. უკმაყოფილებას, ტაქსის მძღოლებიც გამოთქვამენ. ამბობენ, რომ როცა მომხმარებელი სადარბაზოსთან მისვლას სთხოვს, ავტომობილი მუდმივათ უზიანდებათ.

ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურში პასუხი წერილობით გაგვცეს. ესემეს შეტყობინებაში წერია:

ტაბიძის 19 ნომერი არ არის ქალაქში ერთადერთ მისამართი, სადაც მერიამ, მიწისქვეშა კომუნიკაციების სამუშოების დასრულების შემდეგ ეზოები მოუწესრიგებელი დატოვა. უწყებაში განმარტავენ, რომ ასეთი ადგილების მოასფალტებისთვის 438 ათასი ლარია გამოყოფილი და სამუშაოებს წლის ბოლომდე დაასრუოლებენ.

© TV25.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp