მოლდოვაში რუსული საინფორმაციო გადაცემები აიკრძალა

მოლდოვაში რუსული საინფორმაციო გადაცემები აიკრძალა – შესაბამისი კანონს ხელი მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ მოაწერა. ინფორმაციას მოლდოვის ტელევიზიისა და რადიოს საბჭოს ხელმძღვანელზე, ლილიანა ვიცუზე დაყრდნობით მედია ავრცელებს.

ახალი კანონით მოლდოვაში რუსული ახალი ამბებისა და ანალიტიკური შინაარსის მასალის გავრცელება იკრძალება. კანონის აღსრულებას ზედამხედველობას მაუწყებლობის საბჭო გაუწევს.

კანონი არ ეხება გასართობ გადაცემებსა და ფილმებს, რომელიც პოლიტიკურ მოვლენებს არ ეხება.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp