მობილური ჟურნალისტიკის კონკურსი – ბოლო ვადა 12.04.2019

Thomson Foundation და ირლანდიაში მიმდინარე კოონფერენცია Mojofest აცხადებენ ნამუშევრების მიღებას, მობილური ჟურნალისტიკის კონკურსზე. მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს, 18 წელს ზემოთ.

კონკურსის მონაწილეებმა უნდა წარადგინონ ჟურნალისტური ვიდეო მასალა 2-დან 5 წუთამდე ხანგრძლივობის, რომელიც იქნება გადაღებული და დამონტაჟებული მხოლოდ მობილური ტელეფონის მეშვეობით. ((iOS, Android, Windows Phone, RIM Blackberry და ა.შ.).
უცხო ენებზე შესრულებულ ნამუშევრებს უნდა ახლდეს ინგლისური სუბ-ტიტრები. გამარჯვებული მიიღებს 1000 ევროს ღირებულების მობილური ჟურნალისტიკის ნაკრებს. მას ასევე დაუფინანსდება გამგზავრება Mojofest-ზე, რომელიც ირლანდიაში 6-დან 8 ივნისის ჩათვლით გაიმართება (ორგანიზატორი ფარავს მგზავრობის, ადგილზე ცხოვრების და
კონფერენციის ბილეთის საფასურს).

დეტალები – ლინკზე.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა – 12 აპრილი 2019 წ.

ინფორმაცია სხვა კონკურსების შესახებ იხილეთ – აქ.