მიწის რეგისტრაციის გაჭიანურებული პროცესი

მერიის ეფექტური კონტროლი სერვისების სწრაფად მიწოდებისთვის – ამ მექანიზმით აპირებს პარტია „საქართველოსთვის“ საკრებულოში მუშაობას. სიის მეორე ნომერი აკაკი გვიანიძე გვარწმუნებს, რომ მიწის რეგისტრაციის უმწვავეს პრობლემას, პროცედურების გამარტივების გზით დაძლევს. მისი თქმით, საკუთრების დასაკანონებლად, მოქალაქეს სხვადასხვა უწყებებში მისვლა არ უნდა დასჭირდეს. ეს კი პროცედურას დროში შეზღუდავს.

ბიუროკრატიული ბარიერების მოხსნაში ხედავს გამოსავალს „ევროპული საქართველოც“. სიის მეორე ნომერი მიიჩნევს,რომ გარდა გამარტივებული პროცედურებისა უნდა დასრულდეს ნეპოტიზმი, შედეგად კი მოქალაქეები საკუთარ მიწებს დაიკანონებენ.

მოქალაქეებთან კომუნიკაციის გზით აპირებს „ლელო“ საკუთრების აღიარების პრობლემის დაძლევას. სიის მეორე ნომერი ვაჟა დარჩია მიიჩნევს, რომ თუ კი სპეციალურად შექმნილი კომისიები ადამენებს პირადად შეხვდებიან, ისინი კი მოწმეების თანხლების შემთხვევაში დაამტკიცებენ, რომ ნაკვეთი ნამდვილად მათ მფლობელობაშია, მათ ტერიტორიები დაურეგისტრირდებათ. პროცედურები უფრო დეტალურად, პარტიაში ამ დრომდე არ შეუმუშავებიათ.

ერთი კარის პრინციპით აპირებს მიწის რეფორმას- „ნაციონალური მოძრაობა“. სიის მეორე ნომერი რეზო ხარაზი ამბობს, რომ ეფექტური ზედამხედველობის შემთხვევაში, ყველა სამსახური დაკისრებულ მოვალეობას ზედმიწევნით და მოკლლე ვადებში შეასრულებს. მეტი ეფექტიანობისთვის კი, საჭირო სბაუთების შეგროვება, არა მოქალაქის არამედ სპეციალური კომისიის პრეოგატივა იქნება.

ქვეყანაში მიწის რეგისტარციის პროცესი წლებია იწელება. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში რეფორმაზე მუშაობა 2016 წლიდან დაიწყო. საჭირო ღონიშძიებები, ახლა, სამჯერ უფრო გამარტივებულია. ამის მიუხედავად კი, მესაკუთრეებს, ქონების დაკანონება დღემდე უჭირთ.

© TV25.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp