მიიღე მაგისტრის ხარისხი ერთდროულად ორი სახელმწიფო უნივერსიტეტისგან

ახალი სამაგისტრო პროგრამა – ციფრული მედია და ინოვაციები 

ეს არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის თავსებადობა საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნებთან განიხილა და დაადასტურა აშშ-სა და პოლონეთის უნივერსიტეტების პროფესორებმა: ორეგონის, სირაკუზის, დეპოლის და ვროცლავის სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან.

პროგრამა სარგებლობს აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით და შემუშავებულია ჩამოთვლილი უნივერსიტეტების თანამშრომლობით ჟურნალისტიკის რესურსცენტრთან – JRC.

ამ უნიკალური შესაძლებლობისთვის თუ ვერ მოასწარით რეგისტრირება TSU -ში, ახლა დროა ეწვიოთ bsu.edu.ge -ს და დარეგისტრირდეთ.

გაითვალისწინე , რომ  სწავლების ადგილს (ბათუმსა და თბილისში) ირჩევს თავად  მაგისტრანტი,  ამასთან სასწავლო, სამეცნიერო რესურსები, ასევე პრაქტიკის შესაძლებლობა ორივე  უნივერსიტეტს, სპეციალური მემორანდუმით, ამ პროგრამისთვის აქვს გაზიარებული.

დიაზ, ეს სწორედ ის ინოვაციური პროგრამაა ინოვაციებზე ციფული მედიის შესასწავლად, რაც გაინტერესებდათ

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp