მიიღება ნამუშევრები ონლაინ-ჟურნალისტიკის კონფერენციაზე – ბოლო ვადა – 23.08.2019

გეოგრაფია: მთელი მსოფლიო

ჟურნალისტებსა და მეცნიერებს მთელი მსოფლიოდან, რომელთაც გააჩნიათ ორიგინალური კვლევები ონლაინ-ჟურნალისტიკის სფეროში შეუძლიათ გამოაქვეყნონ სტატია სამეცნიერო ჟურნალში.

(https://isoj.org) საერთაშორისო სიმპოზიუმი ონლაინ-ჟურნალისტიკაში აცხადებს შემდეგ თემაზე მომზადებული კვლევების მიღებას: „ძალაუფლება, პრივილეგიები და პატრიარქატი ჟურნალისტიკაში: მასმედიის კონტროლის დინამიკა, წინააღმდეგობა და განახლება“.

ორგანიზატორები ავტორებს სთავაზობენ საკუთარ კვლევებში ჩართონ მულტიმედია ელემენტები, ვიდეო, ინტერაქტიული გრაფიკა, აუდიო და სხვა. განაცხადები მიიღება ინგლისურ ენაზე.

XXI კონფერენცია ISOJ გაიმართება 24 და 25 აპრილს ოსტინში, ტექსასის უნივერსიტეტში. კონფერენცია შეიცავს კვლევებსა და დისკუსიებს მეცნიერებსა და ჟურნალისტებს შორის მთელი მსოფლიოდან. ნამუშევრების რეცენზიები მომზადდება ანონიმურად წამყვანი უნივერსიტეტების მეცნიერების მიერ.

დაწვრილებით იხილეთ აქ.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 23 აგვისტო 2019 წელი.

ინფორმაცია სხვა კონკურსების და გრანტების შესახებ იხილეთ აქ.