მიგრაციის, მრავალფეროვნების და სოციალური ინტეგრაციის თემაზე შექმნილი ფილმების ფესტივალი – ვადა 19.06.2020

გეოგრაფია: მსოფლიო

ვიდეოების ახალგაზრდული ფესტივალი PLURAL+ დაფინანსებულია UNAOC-ის  http://www.unaoc.org/ და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის IOM მიერ http://www.iom.int/cms/en/sites/iom/home.html.

25 წლამდე ახალგაზრდებს შეუძლიათ წარადგინონ ფილმები მიგრაციის, მრავალფეროვნების და სოციალური ინტეგრაციის თემაზე.  ქრონომეტრაჟი არ უნდ აღემატებოდეს 5 წუთს, უნდა ახლდეს ინგლისურენოვანი სუბ- ტიტრი, ფილმზე მუშაობა კი უნდა იყოს დასრულებული 2018 წლის 31 დეკემბრის შემდეგ.

კონკურსი იმართება სამ ასაკობრივ კატეგორიაში. ასევე გაიცემა ჯილდო ქსენოფობიის აღკვეთისთვის, „მომავალი, რომლისკენაც მივილტვით“ და   ჯილდო  #forSafeWorship-ის კატეგორიაში. გამარჯვებულები მიიღებენ სრულ დაფინანსებას 2020 წლის ბოლოსთვის მაროკოში დაგეგმილ დაჯილდოების ცერემონიაზე დასასწრებად.

დაწვრილებით იხილეთ აქ.

ინფორმაცია სხვა კონკურსების და გრანტების შესახებ იხილეთ აქ.

ვადა: 19 ივნისი 2020 წ.

შეძელით თუ არა ჩვენ მიერ მოწოდებული შესაძლებლობების გამოყენება?
გთხოვთ მოგვწერეთ info@baltic.media ან შეავსეთ მოკლე კითხვარი – https://bit.ly/30z1wAb (რუსულ ენაზე) https://bit.ly/37npU95 (ინგლისურ ენაზე).
თქვენი გამოხმაურება დაგვეხმარება ამ საქმიანობის გაგრძელებაში.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp