მიგრაციის თემაზე შექმნილი ფილმების ფესტივალი – ბოლო ვადა 15.01.2020

გეოგრაფია – მთელი მსოფლიო

ფონდი „სლოვენსკაია ფილანტროპია“  http://www.filantropija.org/ იწვევს მონაწილეებს საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად. Migrant Film გაიმართება სლოვენიის დედაქალაქში ლუბლიანაში 2020 წლის ივნისში. ფესტივალში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც მხატვრული ისე დოკუმენტური ჟანრის ფილმების ავტორებს, რომელთა ნამუშევრები შექმნილია მიგრაციის საკითხებზე.

მიიღება ფილმები ნებისმიერ ენაზე, თუმცა უცხო ენებზე შესრულებულ საკონკურსო ნამუშევრებს უნდა ახლდეს სუბტიტრები ინგლისურად ან სლოვენიურად. მონაწილეობა უფასოა.

დაწვრილებით იხილეთ აქ.

ინფორმაცია სხვა კონკურსების და გრანტების შესახებ იხილეთ აქ.

განაცხადის ვადა: 15 იანვარი 2020 წ.