“მე და ევროპა” – ახალი ქართული დოკუმენტური ფილმი ევროპის დღისთვის

დემოკრატია, თავისუფლება, თანასწორობა, მრავალფეროვნება – ეს ღირებულებები აერთიანებს და ასოცირდება ევროკავშირთან. ისინი ასევა ღრმად ფესვგადგმული ქართულ ისტორიასა და კულტურაშიც. ეს არის ერის მისწრაფებები, გამოცდილება და ტრადიციები, რომლებიც, საბოლოოდ, საქართველოს ევროპასთან აკავშირებს.

ევროკავშირს საფუძველი სამოცდათორმეტი წლის წინ, 1950 წლის 9 მაისს ჩაეყარა. სწორედ ამ დღეს წარადგინა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რობერტ შუმანმა დეკლარაცია, რომელიც დღევანდელი ევროკავშირის საწყისად მიიჩნევა. ამიტომ, ევროპაში მშვიდობის და ერთიანობის აღსანიშნად, სწორედ 9 მაისს ზეიმობენ ევროპის დღეს, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ყოველწლიურად უერთდება.

„მნიშვნელოვანია იმის ჩვენება, რომ საქართველოსა და ევროკავშირის ღირებულებები მართლაც ერთსა და იმავე პრინციპებზეა დაფუძნებული. თითქმის ოთხი წელია, რაც საქართველოში ვარ და ვხედავ, რომ ეს ღირებულებები საერთოა ევროკავშირსა და საქართველოში“, – კარლ ჰარცელი.

წელს, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ამ თარიღს ოთხი მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის შექმნით აღნიშნავს.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp