მეცხოველეობის გაშუქება

თამარ ბოლქვაძე, რუსუდან გიგაშვილი

 

აგროჟურნალისტიკის ამ თავს შესაძლოა კითხულობთ 1. ისინი, ვისაც უკვე გაქვთ აგრარული განათლება და სწავლობთ ინფორმაციის გავრცელება-მიწოდების საფუძვლებს, 2. ისინი, ვისაც გაქვთ ჟურნალისტის განათლება, ან მუშაობთ ჟურნალისტად და გსურთ აგრარულ საკითხებში გარკვევა და 3. ისინი, ვინც სწავლობთ ჟურნალისტიკას და აპირებთ გახდეთ აგრო ჟრნალისტები!

 

ჩვენი რეკომენდაციები სამივე ამ კატეგორიისთვის, განსაკუთრებით კი მომავალი ჟურნალისტებისთვისაა განკუთვნილი .

ეს თემა მეცხოველეობაზეა,  ერთ-ერთი მნიშვნელოვან მიმართულებაზე სოფლის მეურნეობის განვითარებაში.

 

რა უნდა გააკეთოს ჟურნალისტმა მეცხოველეობის რომელიმე კონკრეტული საკითხის გაშუქებისას?

 

თუ ჟურნალისტს არ უყვარს ცხოველები, სჯობს ეს საქმე ცხოველების მოყვარულ კოლეგას დაუთმოს.

 

თუ ჟურნალისტური პროდუქტი მზადდება მაგალითად ისეთ საკითხზე, როგორიცაა „მსხვილფეხა ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის წესი“, საჭიროა ჟურნალისტმა მასალაში წარმოაჩინოს კონკრეტული საკითხით დაინტერესებული ყველა მხარე. (მაგ: მესაქონლე ფერმერი, სურსათის უვნებლობის სააგენტოს დარგობრივი სპეციალისტი და მომხმარებელი)

 

მნიშვნელოვანია ჟურნალისტი მოემზადოს მასალაზე სამუშაოდ, კარგად გაეცნოს რეგულაციებს, გაეცნოს არსებულ წყაროებს და შემდეგ დაუკავშირდეს შესაბამისი პროფილის სპეციალისტს ან ექსპერტს, რომ ინტერვიუში დარგის სპეციალისტმა განმარტოს ამ რეგულაციის მნიშვნელობა, დანიშნულება და საჭიროება, როგორც მესაქონლე-ფერმერებისთვის, ასევე, მომხმარებლისთვის.

 

ამ ჟურნალსტური პროდუქტისთვის არსებითად მნიშვნელოვანია ფერმერთან ინტერვიუ . ჟურნალისტი უნდა ეცადოს, რომ რეგულაციების შესრულების აუცილებლობაზე ინფორმაცია გადაიცემოდეს ბუნებრივი გარემოდან, ნაკლებმოსაბეზრებელი ფორმით, რაც შესაძლოა გაადვილოს საკითხის კონკრეტული ფერმერით პერსონიფიცირებამ.

 

თემაში ჩართული ყველა მხარის წარმოსაჩენად საჭიროა სურსათის უვნებლობის სააგენტოს სპეციალისტის განმარტებების ჩაწერაც. სიუჟეტის ბოლოს კი ჟურნალისტს შეუძლია რეზიუმეს გაკეთება რამდენიმე წინადადებით – მაგ: აღნიშნული წესის დაცვა რა სარგებლობის მომტანია როგორც მესაქონლეების, ასევე ხორცპროდუქტების მომხმარებლებისათვის! იხ.  http://1tv.ge/ge/videos/view/101060.html

აგროჟურნალისტიკის სწავლებისთვის, სასარგებლოა სხვის შეცდომებზე სწავლა. სწორედ ამ მიზნით განვიხილავთ ნაკლებადწარმატებული ჟურნალისტური პროდუქტის მაგალითს:

1-ლი არხის გადაცემაში „ფერმა“ ჟურნალისტს დაევალა ჯიშობრივ გაუმჯობესებასა და ბუღამწარმოებელზე სიუჟეტის მომზადება. ჟურნალისტი სათანადოდ არ გაერკვა საკითხის არსში და რესპოდენტთან მხოლოდ ზერელე  კითხვებით შემოიფარგლა, მაგ: დღეში რამდენ ძროხას ანაყოფიერებს კურო, იღლება თუ არა, ადგილობრივის გარდა, სხვა სოფლებიდანაც მოჰყავთ თუ არა ძროხები დასაგრილებლად და ა.შ. 1.ჟურნალიტმა ყურადღება არ გაამახვილა მთავარ საკითხზე, ანუ ჯიშობრივი გაუმჯობესების მნიშვნელობაზე მერძეულ და მეხორცულ მიმართულებაში. 2. არ დასვა კითხვა, იცის თუ არა ფერმერმა ჯიშების ახალი სტანდარტების და სასელექციო პროგრამების შესახებ, თუ გადის ვეტერინართან კონსულტანციას? 3. როგორ უნდა გააკონტროლოს მესაქონლემ ნახირში უჯიშო ბუღასთან ძროხების დაგრილების პროცესი და სხვა… იხ.http://1tv.ge/ge/videos/view/141168.html -მებუღე ფერმერი დმანისში

 

რა მინიმალურ ინფორმაციას უნდა ფლობდეს ჟურნალისტი მეცხოველეობის საკითხების გასაშუქებლად?

 

სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა სახეობრივი და ჯიშობრივი თავისებურებები:

 

ძროხა გავრცელებულია მსოფლიოს ხუთი კონტინენტის ყველა კლიმატურ ზონაში. დღეისათვის ის მოსახლეობის ცხოველური წარმოშობი საკვებით, რძითა და ხორცით დაკმაყოფილების ძირითადი წყაროა. ძროხის ნახირი შედგება შემდეგი სქესობრივ-ასაკობრივი ჯგუფის ცხოველებისგან: ფური, კურომწარმოებელი, უშობელი, სხვადასხვა ასაკის დეკეული და მოზვერი, საფურე და სახარე ხბო. ძროხა ცოცხლობს 20-25 წელი, ფურების სამეურნეო გამოყენების ხამგრძლოვობა 8-10 წელი.ფურს დღეში წველიან 2-3-ჯერ. ძროხის ჯიშები პროდუქტიული მიმართულების მიხედვით ძროხის ჯიშებს ყოფენ 3 ჯგუფად, სარძეო, სახორცე და კომბინირებული (სარძეო-სახორცე, სახორცე-სარძეო). სარძეო ჯიშები იყო ოთხ ჯგუფად: შავჭრელი ჯიშები, წითელი ჯიშები, წითელ ჭრელი ჯიშები, ჯერსიული და გერნსიული ჯიშები. ქართული მთის ძროხა -კავკასიის ენდემი.

 

საქართველოში მეცხოველეობის პროდუქტიულობის დონე დაბალია, ამის მიზეზი სანაშენე საქმიანობის განუვითარებლობა, მწირი, არაბალანსირებული საკვები ბაზა, პირუტყვის შენახვის სტანდარტების გაუთვალისწინებლობა, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მექანიზაციის დეფიციტია. ადგილობრივი, ჯიშების ფურის საშუალო წლიური წველადობა 1100-1200 ლიტრს, ხოლო ხორცის გამოსავლიანობა 45-50%-ს არ აღემატება. პროდუქტიულობას ხელს უშლის ისიც, რომ ხელოვნური განაყოფიერების სერვისი  ცხოველთა მეპატრონეებისთვის ხელმიუწვდომელია როგორც ფინანსურად, ისე ტერიტორიულად. ასევე, დაბალია ამ მხრივ ცნობადობა.

 

აგროჟურნალისტიკის შესწავლა შესაძლებელია კოლეგების კარგი პრაქტიკის გაცნობითად, განვიხილოთ აგროჟურნალისტური პროდუქტის კარგი მაგალითიც:

 

ჟურნალისტს უნდა მოემზადებინა სიუჟეტი ხორცპროდუქტების ფასებზე. მან  გაარკვია, რატომ დაეცა ხორცის ფასი, რა იყო ამის მიზეზი,რატომ აღარ ყიდულობდნენ ქართულ ხორცს აზერბაიჯანელი რეალიზატორები, რატომ დაგროვდა ბაზარზე ჭარბი რაოდენობის პროდუქტი, შეისწავლა გადამყიდველების თემა, რომლებიც გლეხებს ფიქსირებულ ფასს სთავაზობდნენ, რადგან მათ საკუთარი ხარჯით ბაზრამდე ხორცის მიტანა ძვირი უჯდებოდათ, ინტერვიუ აიღო აზერბაიჯანელი ფერმერებისგან მარნეულის შინაურ ცხოველთა ბაზარზე, ჩაწერა მეცხოველეობის დარგის ექსპერტი, იმ სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებმა, რომელთაც ბაზარზე ხელოვნურად შექმნილი ფასების მონოპოლიის გამოვლენა ევალებათ უარი განაცხადეს კომენტარზე და ამ  სიუჟეტით გამოვლინდა, რომ ფერმერი ხორცპროდუქტს ყიდის იაფად, მომხმარებლის ჯიბეზე კი ეს არ აისახება! იხ.http://1tv.ge/ge/videos/view/121808.html

 

მეცხოველეობაზე და საკვებწარმოებაზე სარეკომენდაციო თემები:

 

  1. მრპ-ს მოვლა-შენახვის პირობები და სადგომის მოწყობა წვრილ ფერმერულ მეურნეობებში, რძის პროდუქტების მომზადების პროცესში სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვა
  2. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მსხვილი ფერმერული მეურნეობები, ევროპული სტანდარტების გამოყენება და შედეგები
  3. საკვებწარმოება, კვების ტექნოლოგიით რძის ხარისხზე ზემოქმედება
  4. სასაკლაოები და ხორცპროდუქტების ფასები

 

მიმოხილვითი ინფორმაცია, წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის თემაზე მომუშავე ჟურნალისტისტისთვის:

 

მეცხვარეობისა და მეთხეობის განვითარებას საქართველოში ისტორიული ტრადიციები აქვს. საქართველოში, უმეტესი ქვეყნებისგან განსხვავებით, მომთაბარე მეცხვარეობას დღესაც არ დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა. მეცხვარეობაზე დიდადაა დამოკიდებული მთიანი რეგიონების მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და მთის ბუნებრივი სათიბ-საძოვრების ათვისების პრობლემა.

 

დღევანდელი მდგომარეობით, ძირითადად ორი ჯიშის: თუშური და იმერული ცხვარია გავრცელებული. მეცხვარეობისა და მეთხევეობის განვითარების შემაფარხებელ ფაქტორებიდან უმნიშვნელოვანესი საძოვრების სიმცირე და მაღალი გადასახადებია. მეცხვარეები სხვა პრობლემებსაც უჩივიან: გადასარეკი ტრასები და ინფრასტრუქტურა; ჯიშების სელექცია; გასაღების არასტაბილური ბაზრები; კვალიფიციური კადრებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დეფიციტი; დაზღვევა; საბანკო პროდუქტებზე ხელმიუწვდომლობა და კრედიტების მაღალი განაკვეთი და  სხვა.

 

  • მეცხვარეობაზე სარეკომენდაციო თემები:
  1. ცხვრის სეზონური დამთაბარება (გაზაფხულ-ზამთრის საძოვრები), გადასარეკი ტრასების პრობლემები, მოუწყობელი ინფრასტრუქტურა, დასახლებულ პუნქტებზე გამავალი გადასარეკი ტრასა და ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები, ვეტერინარული დაავადებები და მათი პრევენცია, მწირი საძოვრები.
  2. მატყლი, მისი ხარისხი, სარეალიზაციო ბაზარი, მატყლის გადამამუშავებელი საწარმო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ქართული მატყლის საექსპორტო პოტენციალი.
  3. მეცხვარე-ფერმერები – ტრადიციული ცოდნა და თანამედროვე მიდგომები, მწყემსების ყოფა, მაღალმთიან ზონებში ცხვრების დამთაბარებისას რისკ ფაქტორები, მწყემსების ცოდნა და გამოცდილება. იხ. აღნიშნულ თემაზე წლის საუკეთესო გადაცემა http://1tv.ge/ge/videos/view/146823.html

 

  • სარეკომენდაციო წყაროები:

http://agrokavkaz.ge/category/dargebi/mecxoveleoba

http://www.geostat.ge/?action=page&p_id=136&lang=geo

www.agro.ge/index.php?m=1252

https://matsne.gov.ge/ka/document/view/2668783

http://caucasusgenetics.ge/index.php?option=com_content&view=article&id=376&Itemid=22&lang=ka

        http://sheep.ge

http://meurne.sknews.ge/index.php?newsid=9#.VXlKMfntlBc

 

 

აგროჟურნალისტიკა ძალიან საინტერესო სპეციალიზაციაა, შენ, ვინც ამ სფეროს კარგად შეისწავლი, იცოდე, რომ ეყვარები ყველას, აგროჰოლდინგის დირექტორიდან, რიგით გლეხამდე. და იცი რატომ? ეს დარგი გამორიცხავს სიყალბეს, სიცრუეს და მიკერძოებას… მინდვრები, ფერმები და მართალი, მშრომელი ადამიანები – აი, ვინ და რა ქმნის ამ პროფესიას!!!

 

 

 

არ დაგავიწყდეთ მიაკითხოთ დამატებით საცნობარო მასალებს, ამავე გვერდზე.

არ დაგავიწყდეთ ნახოთ აგროჟურნალისტიკის კარგი მაგალითები

არ დაგავიწყდეთ ჩაიხედოთ აგროკალენდარში

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

http://1tv.ge/ge/videos/view/100752.html – ადიგენი, მთლიანი გადაცემა მეცხოველეობაზე

http://1tv.ge/ge/videos/view/149146.html – ჯილეხი გურჯაანსა და ლაგოდეხში

http://1tv.ge/ge/videos/view/148509.html- მეფრინველეები დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლებას ითხოვენ

http://1tv.ge/ge/videos/view/141168.html -მებუღე ფერმერი დმანისში, ჯიშობრივი გაუმჯობესება (სიუჟეტის მომზადების ცუდი მაგალითი, როგორ არ უნდა დასვას კითხვა ჟურნალისტმა)

http://1tv.ge/ge/videos/view/141180.html – ვეტერინარის სასარგებლო რჩევები ხბოს კვებაზე ანუ როგორ უნდა მომზადდეს მინი-ვიდეო გაკვეთილი

– როგორ ხდება ნედლეულის დოზირება და   ულუფის შემადგენლობის სწორად განსაზღვრა. რა საჭირო ვეტერინარული ღონისძიებებია ჩასატარებელი.

http://1tv.ge/ge/videos/view/121808.html – ხორცის საეჭვო ფასები – საუკეთესო სიუჟეტი

http://1tv.ge/ge/videos/view/101639.html -ქათმის ჯიშები საქართველოში, მათი მოვლა და კვების რაციონი

http://1tv.ge/ge/videos/view/101345.html -ღორის ჭირთან ბრძოლის პროფილაქტიკური და საკარანტინო ღონისძიებათა წესები

http://1tv.ge/ge/videos/view/101060.html – მსხვილფეხა საქონლის რეგისტრაცია

http://1tv.ge/ge/videos/view/28273.html – თხის რძეზე და თხის ფერმაზე დემეს სიუჟეტი

http://1tv.ge/ge/videos/view/148833.html – მეფუტკრეობა მაღალმთიან აჭარაში – გიგუტას სიუჟეტი

http://1tv.ge/ge/videos/view/148840.html -ქართული თაფლის წარმოებისა და გადამუშავების წესები, ტექნიკური რეგლამენტი და რეალიზაცია ევროკავშირის ქვეყნებში

http://1tv.ge/ge/videos/view/149136.html – წარმატებული საკალმახე მეურნეობა ზემო აჭარაში, ქედაში – გიგუტას კარგი სიუჟეტი

http://1tv.ge/ge/videos/view/146823.html – ცხვრის დამთაბარება საზაფხულო იალაღებზე – თუშური ცხვარი – საუკეთესო გადაცემა

http://1tv.ge/ge/videos/view/146824.html – დემეს სიუჟეტი -მეცხვარეობა საქართველოში – თუშური და იმერული ცხვრის ჯიშები