მეცნიერებისადმი მიძღვნილი მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსი – ვადა 23.10.2020

გეოგრაფია – მსოფლიო

სამეცნიერო კონტენტის შემქმნელთა მსოფლიო კონგრესი (World Congress of Science and Factual Producers (WCSFP)), რომელიც გაიმართება ონლაინ 8-დან 10 დეკემბრის ჩათვლით, ორგანიზებას უწევს ფილმების კონკურსს «მეცნიერება 60 წამში». მონაწილეობის მიღება შეუძლიათ დამოუკიდებელ კინემატოგრაფისტებს 35 წლამდე.

საკონკურსოდ მიიღება ვიდეოები არაუმეტეს 60 წამისა, სამეცნიერო თემატიკაზე.

ვიდეო ფორმატები:

  • 1:1 ან 5:6 (ვერტიკალური)Instagram-ისთვის – მაქსიმალური ხანგრძლივობა 60 წამი.
  • 9:16 (ვერტიკალური)Instagram Stories/TikTok – მაქსიმალური ხანგრძლივობა 60 წამი.

საუკეთესო ვიდეოები იქნება ნაჩვენები კონგრესზე და გამოქვეყნდება WCSFP სოციალურ მედიაზე. სამი საუკეთესო ვიდეოს ავტორი მიიღებს შესაძლებლობას მომდევნო წელს კონგრესზე უფასოდ დარეგისტრირდეს. გრან პრის მფლობელი უფასო რეგისტრაციასთან ერთად მიიღებს ფრენისა და საცხოვრებლის დაფინანსებას კონგრესზე დასასწრებად.

დაწვრილებით იხილეთ აქ.

ინფორმაცია სხვა კონკურსების და გრანტების შესახებ იხილეთ აქ.

ვადა: 23 ოქტომბერი 2020 წ.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp