«მეზობლები»: კონკურსი საერთაშორისო მულტიმედია მასალების შესაქმნელად – ბოლო ვადა 15.04.2019

გეოგრაფია: ჩამოთვლითაგან მინიმუმ ორი ქვეყანა: ალბანეთი, ბოსნია, მონტენეგრო, სამხრეთ მაკედონიის რესპუბლიკა, სერბეთი, კოსოვო, მოლდოვა, უკრაინა, სომხეთი და საქართველო.

დონორი: Internews უკრაინა Internews Network-თან პარტნიორობით

კონკურსის მიზნები და პრიორიტეტები:

ყოველი განაცხადი უნდა შეიცავდეს ერთ თემას, რომელიც ეხება საზოგადოების ინტერესებს ( პოლიტიკა, არჩევნები, ეკონომიკა, ბიზნესი, გარემო, განათლება, კორუფციასთან ბრძოლა, ევრო ინტეგრაცია და საერთაშორისო ურთიერთობები, ემიგრაცია, უმცირესობები, შშმ პირები, ჯანდაცვა, სოციალური უზრუნველყოფა, სოფლის მეურნეუბა, კონფლიქტები და ა.შ.). პოტენციურ მედია მონაწილეებს თავისუფლად შეუძლიათ იმ თემების შეთავაზება, რომელთა გაშუქებაც მათ სურთ.

კონკურსის მონაწილეები: მედია, ჟურნალისტები მუშაობის 3 წელზე მეტი გამოცდილებით.
გრანტის მოცულობა: პარტნიორობით გაკეთებული განაცხადისთვის მაქსიმალური ოდენობა $7000, $ 3000 – თითო მედიაზე წყვილიდან.

იხილეთ დაწვრილებით – ლინკზე.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა – 15 აპრილი 2019 წ.


ინფორმაცია სხვა კონკურსების შესახებ იხილეთ – აქ.