მანიპულაცია: „რეზო გაბრიაძე ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ ერთი ადამიანური ინტერვიუც კი არ ჩაგიწერიათ მასთან! რუსებმაც კი გვაჯობეს!“

11 ივნისს სოციალურ ქსელში ლაშა ამირეჯიბმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქართველი მწერლის, თეატრისა და კინო რეჟისორის რეზო გაბრიაძის გარდაცვალების შემდეგ რუსეთის პირველმა არხმა თითქოს სატელევიზიო ბადე გააუქმა და საინფორმაციო გამოშვებები რეზო გაბრიაძის შესახებ მომზადებულ მასალას დაუთმო, ამის პარალელურად ლაშა ამირეჯიბი პოსტში მიუთითებდა, რომ მსგავსი რამ ქართულ მაუწყებლებში არ მომხდარა. აღნიშნული ინფორმაცია კი მანიპულაციური და სიმართლეს არ შეესაბამება. 

რეზო გაბრიაძის გარდაცვალების დღეს(6 ივნისს) რუსეთში პირველ არხზე ქართველი რეჟისორის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. 

მეორე დღეს კი რუსეთის პირველ არხზე გაბრიაძის გარდაცვალების შესახებ დილის ცხრასაათიან გამოშვებაში 5 წუთიანი მასალა გავიდა. ამის შემდეგ ეთერში რეზო გაბრიაძის გარდაცვალების შესახებ ჟურნალისტმა ისაუბრა 18:00 და 21:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებებში. ღამის ეთერში 00:15 წუთზე კი ეთერში პოზნერის მიერ 2018 წელს ჩაწერილი ინტერვიუ გავიდა. ლაშა ამირეჯიბის მტკიცება, რომ პირველმა არხმა ფაქტობრივად საეთერო ბადე შეცვალა არასწორია, 7 ივნისს გადაცემები ჩვეულებრივ რეჟიმში გავიდა. რეზო გაბრიაძის შესახებ მომზადებული მასალები( გარდა ინტერვიუსა) არა სხვა პროგრამების ნაცვლად, არამედ საინფორმაციო გამოშვებებში იყო ჩასმული. 

პროგრამაში ცვლილება არ ყოფილა არც 10 ივნისს რეზო გაბრიაძის დაკრძალვის დღეს. 

ტელევიზიის 7 ივნისის პროგრამა:  https://bit.ly/3gfCPjA

ტელევიზიის 10 ივნისის პროგრამა: https://bit.ly/3zi29gr

გარდა ამისა ლაშა ამირეჯიბის მტკიცება, რომ ქართველი მაუწყებლები რეზო გაბრიაძის გარდაცვალებას არ აშუქებდნენ სიმართლეს არ შეესაბამება. რეზო გაბრიაძის შესახებ სიუჟეტები ყველა ნაციონალურ არხზე გავიდა:

1.https://bit.ly/35a8koT

2. https://bit.ly/3xjopor

3.https://bit.ly/3xh2zlw

4. https://bit.ly/3zth5bN

5. https://bit.ly/3pV4KZz

6. https://bit.ly/3glkj8k

7. https://bit.ly/3wf78MX

გარდა ამისა რეზო გაბრიაძის შესახებ პუბლიკაციები გამოქყვეყნდა ონლაინ მედიასაშუალებებშიც. 

გარდა ზემოთაღნიშნულისა პოსტში რამდენიმე შეცდომაა, მაგალითად, ლაშა ამირეჯიბი წერს: ‘რამოდენიმე რუსეთის ქალაქში ბატონ რეზოს პანაშვიდი გადაუხადეს. პეტერბურგში, კიევში, მოსკოვში და ა.შ.”

კიევი არა რუსეთის ქალაქი, არამედ უკრაინის დედაქალაქია. 

ასევე, ლაშა ამირეჯიბი ამბობს, იმასაც რომ რეზო გაბრიაძესთან ქართველ ჟურნალისტებს “ერთი ნორმალური ინტერვიუც კი არ აქვს ჩაწერილი” – სიმართლეს არც ეს მოსაზრება შეესაბამება. 

ცნობილია, რომ რეზო გაბრიაძეს მედიისთვის ინტერვიუს მიცემა არ ხიბლავდა, თუმცა ამის მიუხედავად ქართულ ტელესივრცეში რეზო გაბრიაძესთან არაერთი ინტერვიუ იძებნება: 

1: https://bit.ly/3goIoLz

2. https://bit.ly/3zmfNPJ

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp