მამაც ფოტოჟურნალისტთა პრემია – ბოლო ვადა 23.02.2020

გეოგრაფია: მთელი მსოფლიო

მედიაში დასაქმებულ ქალთა საერთაშორისო ფონდი IWMF იღებს განაცხადებს ანი ნიდრინგჰაუს სახელობის მამაცი ფოტოჟურნალისტის პრემიის მისაღებად. პრემია დაფუძნდა ანი ნიდრინგჰაუს საპატივცემულოდ. ის ავღანეთში 2014 წლის აპრილში მოკლეს.

ჯილდო ენიჭებათ ფოტოჟურნალისტ ქალებს, რომლებმაც პროფესიული საქმიანობის შესრულებისას ხიფათის მიუხედავად, გამოავლინეს შეუპოვრობა, თავდადება და სიმამაცე მუშაობისას.

კონკურსში მონაწილეობისთვის საჭიროა 12 ფოტონამუშევრის წარდგენა. ნამუშევრები საუკეთესოდ უნდა წარმოაჩენდნენ კანდიდატის მუშაობის სტილს. განაცხადი მიიღება ინგლისურ ენაზე.

კონკურსის გამარჯვებული მიიღებს ფულად პრიზს 20 000 დოლარის ოდენობით, მისი ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი ამერიკაში გერმანიის ელჩის რეზიდენციაში.

დაწვრილებით იხილეთ აქ.

ინფორმაცია სხვა კონკურსების და გრანტების შესახებ იხილეთ აქ.

განაცხადის ვადა: 23 თებერვალი 2020 წ.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp