მაგისტრატურის სტიპენდიები ევროპასა და ამერიკაში Civil Society Leadership Award-საგან – ბოლო ვადა – 15.05.2019

სასტიპენდიო პროგრამა Civil Society Leadership Awards გთავაზობთ სრულ სტიპენდიას მაგისტრის წოდების მისაღებად. კანდიდატს უნდა ჰქონდეს მაღალი აკადემიური მოსწრება, საუკეთესო პროფესიული უნარები და მოწოდება განახორციელოს სოციალური ცვლილებები სამშობლოში.

სტიპენდია განკუთვნილია იმ ქვეყნების კანდიდატებისათვის, სადაც მოქალაქეები აწყდებიან დემოკრატიის სიმწირის პრობლემას მართვისა და სოციალური განვითარების საკითხებში. სტიპენდიის მფლობელებს შეუძლიათ განათლება მიიღონ ჩინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, უნგრეთის, ინდოეთის, ლატვიის, ნიდერლანდების, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის და ამერიკის უნივერსიტეტებში.

სრული სტიპენდია ფარავს სწავლის, ცხოვრების, კვების, სატრანსპორტო ხარჯებს საზაფხულო სკოლებსა და კონფერენციებში მონაწილეობისათვის. ასევე, სამედიცინო დაზღვევას. მცირედი ანაზღაურება გათვლილია პროფესიული განვითარებისთვისაც.

იხილეთ დაწვრილებით ლინკზე.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 15 მაისი 2019 წ.

ინფორმაცია სხვა კონკურსების შესახებ იხილეთ აქ.