ლორენცო ნატალის პრემია ჟურნალისიტებისათვის – ბოლო ვადა 14.04.2019

ლორენცო ნატალის პრემია (Lorenzo Natali Journalism Prize), რომელიც ევროკომისიის მიერ ფინანსდება, ენიჭება ჟურნალისტებს ბეჭდურ, რადიო და ტელე ჟურნალისტიკაში მიღწევებისათვის. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ავტორებს მთელი მსოფლიოდან, რომელბიც აშუქებენ თემებს ადამიანის უფლებების, განვითარების, დემოკრატიის შესახებ.

მიმდინარე წლის საერთო თემა: „ჟურნალისტიკა განვითარებისათვის ბრძოლაში“. კონკურსი განსაკუთრებით დაინტერესებულია თემებით, რომლებიც ეხება თანამშრომლობას განვითარების მიზნით. პრიორიტეტულ თემებს შორის არის- ახალგაზრდობა, გენდერული თანასწორობა, ჯანდაცვა, კლიმატის ცვლილებები და სხვა.

მიიღება ნამუშევრები, რომლებიც გადაიცა ეთერში ან გამოქვეყნდა 2018 წლის 10 მარტიდან 2019 წლის 9 მარტამდე, ნებისმიერ ენაზე. იმ შემთხვევაში თუ კი მასალები არ არის მომზადებული ინგლისურ, ფრანგულ ან ესპანურ ენებზე, ნამუშევარს უნდა ახლდეს თარგმანი, რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილ ენაზე. გამარჯვებულები თითოულ კატეგორიაში მიიღებენ ჯილდოს 10 000 ევროს ოდენობით.

იხილეთ დაწვრილებით – ლინკზე.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა – 14 აპრილი 2019 წ.



ინფორმაცია სხვა კონკურსების შესახებ იხილეთ – აქ.