ლიკუნა ჩაჩიბაია – პარაოლიმპიელი – მოცურავე [Photos]

0

“ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ პროექტის, “როცა ხარ 20-ის“ ფარგლებში კიდევ ერთი წარმატებული გმირის ისტორიას გთავაზობთ.

რამდენიმე წლის წინ ჩვენმა გმირმა მარჯვენა ხელი დაკარგა. სულ მალე პარაოლიმპიური კომიტეტიდან დაუკავშირდნენ და ცურვაში საკუთარი ძალების მოსინჯვა შესთავაზეს. ლიკუნა სიხარულით შეხვდა ახალ გამოწვევას. თვლის, რომ დასაწყისი რთული და უხერხული იყო, მაგრამ სულ მალე, აქტიური ვარჯიშის წყალობით, პირველ შეჯიბრზე გასვლის შემდეგ რიოს პარაოლიმპიადის ლიცენზიაც მიიღო.
დღეს ლიკუნას არ აშინებს ბარიერები და მომავალი წარმატების მისაღწევად ყოველდღიურ რეჟიმში აქტიურად ვარჯიშობს.
პროექტის მხარდამჭერია Open Media Hub.

ფოტოები © EKATERINE PHOTOGRAPHY

Leave A Reply