კულმანის ცენტრის სტიპენდიები ჟურნალისტებისათვის, მწერლებისა და მხატვრებისათვის – ბოლო ვადა 27.09.2019

გეოგრაფია – მთელი მსოფლიო

ჟურნალისტებს, მწერლებს და ყველას ვინც მუშაობს წიგნების შექმნის პროექტებზე, შეუძლიათ შეიტანონ განაცხადები ნიუ-იორკის სასტიპენდიო პროგრამაზე.

ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკის ბაზაზე არსებული კულმანის ცენტრი 9 თვიან პროგრამაში მონაწილეობისათვის აარჩევს 15 სტიპენდიანტს. სტიპენდიანტები იმუშავებენ საკუთარ პროექტებზე, ჩაერთვებიან ცენტრის მიერ ორგანიზებული იდეების გაცვლის ღონისძიებებსა და ბიბლიოთეკის საჯარო ფორუმებში.

ყოველი სტიპენდიანტი მიიღებს 70 000 ამერიკულ დოლარამდე. ასევე, გამოეყოფა საოფისე სივრცე და ბიბლიოთეკის რესურსებზე სრული წვდომა. განაცხადის შევსება შეუძლიათ.

დაწვრილებით იხილეთ აქ.

განაცხადების მიღების ვადა: 27 სექტემბერი 2019 წ.

ინფორმაცია სხვა კონკურსების და გრანტების შესახებ იხილეთ აქ.