კრიზისების გაშუქების პულიცერის ცენტრის სამგზავრო გრანტები – ბოლო ვადა 15.04.2019

ჟურნალისტებს, რომლებიც კარგად ფლობენ ინგლისურ ენას და აშუქებენ კრიზისებს, შეუძლიათ შეავსონ განაცხადი სამგზავრო გრანტის მისაღებად, 5 000 ამერიკული დოლარის ოდენობით.

პერსეფონა მიელის გრანტები ორიენტირებულია ჟურნალისტურ პროექტებზე, რომლებიც ეძღვნება გლობალურ კრიზისებს, რომელთა შესახებაც ნაკლებს ყვებოდა ტრადიციული ამერიკული მასმედია. გრანტები წარმოდგენლია კრიზისების გაშუქების პულიცერის ცენტრის მიერ Internews-ის მხარდაჭერით. გრანტის მიზანია, ხელი შეუწყოს პროფესიონალებს,
რომლებიც ამერიკის მიღმა ცხოვრობენ, მიწვდნენ საერთაშორისო აუდიტორიას.
კონკურსზე მიიღება ჟურნალისტების, მწერლების, ფოტოგრაფების, რადიო გადაცემების პროდიუსერების და ფილმის შემქნელების პროექტები, ასევე ფრილანსერების და შტატში მომუშავე ჟურნალისტების. კონკურსანტები უნდა ცხოვრობდნენ აშშ-ს ფარგლებს მიღმა.

განსაკუთრებით მისასალმებელია ქალთა განაცხადები.

იხილეთ დაწვრილებით – ლინკზე.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა – 15 აპრილი 2019 წ.


ინფორმაცია სხვა კონკურსების შესახებ იხილეთ – აქ.