კორუფციასთან დაკავშირებული, საცხოვრისის პრობლემის მოგვარებისაკენ მიმართული მედიაპროექტები – ბოლო ვადა 22.09.2019

გეოგრაფია: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი

არაკომერციული ორგანიზაცია New Media Advocacy Project (NMAP) აცხადებს კონკურსს 10 თვიან მენტორულ პროგრამაში მონაწილეობაზე. პროგრამა მიმართულია ისეთი მედია პროექტების შექმნის და გავრცელების მხარდაჭერისკენ, რომელიც ებრძვის ადამიანის უფლებების შეზღუდვას. მონაწილეები შექმნიან მცირე მედია პროექტებს საკუთარ ქვეყნებში გასავრცელებლად. ნამუშევრები შეიძლება იყოს ნებისმიერ ფორმატში. (მოკლემეტრაჟიანი ვიდეო, ვებ-დოკი, ინტერაქტიული ან მულტიმედია ინსტალაცია, ანიმაცია შევსებული ან ვირტუალური რეალობისთვის, ფოტო და ა.შ. ) პროგრამა ნოემბრის დასაწყისში, ერთკვირიანი რეგიონალური შესავლით დაიწყება. მეორე შეკრება შედგება 2020-ის მარტში, რომელზეც პროექტების საწყისი ვერსია განიხილება და უკვე გადაღებული მასალის გავრცელების გეგმა დამუშავდება. მგზავრობის ხარჯებს აანაზღაურებს პროგრამა.

დაწვრილებით იხილეთ აქ.

განაცხადების მიღების ვადა: 22 სექტემბერი 2019 წ.

ინფორმაცია სხვა კონკურსების და გრანტების შესახებ იხილეთ აქ.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp